ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი – ამას, ალბათ, ყველა ფეხბურთის გულშემატკივარი ეთანხმება. თუმცა, ეს ყოველთვის დადებითი მოვლენა არ არის ხოლმე. ხანდახან ის ზღვა ემოციები, რომელიც გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს საკუთარი გუნდისადმი სიყვარულით უჩნდებათ, მინდორზე უარყოფითად ვლინდება. დღეს გვინდა სწორედ ასეთ შემთხვევებზე მოგითხროთ.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

5.ხელჩართული ბრძოლა იტალიელებს და ესპანელებს შორის

2007 წლის 6 მარტს ვალენსია და ინტერი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე ხვდებოდნენ, მაგრამ შეხვედრის დასასრული “როიალ რამბლს” უფრო გავდა, ვიდრე ლიგის მერვედფინალს.

პირველი მატჩი იტალიაში 2:2 დასრულდა, განმეორებით შეხვედრაში კი ინტერმა დაცვითი ფეხბურთი ითამაშა, რის გამოც დაისაჯა და 0:0-ს შემდეგ ტურნირს გამოეთიშა. მსაჯის სასტვენის გასმენიდან რამდენიმე წამში, კარლოს მარჩენა და ნიკოლას ბურდისო ერთმანეთს შეეჯახნენ. ზლატანმა და ჰუგო ვიანამ პატარა კამათი დაიწყეს, ვიანას კი ვიღაცამ თმაზე მოქაჩა. ამის შემდეგ საქმეში მაიკ ტაისონად გარდაქმნილი ნავარო ჩაერთო და ბურდისოს ცხვირი გაუტეხა.

ნავაროს ინტერის ფეხბურთელები გაეკიდნენ, კორდობამ მას ფეხი მოარტყა, მაგრამ მას კეფაში ხელი ვალენსიას სტაფის წევრმა ჩაავლო. ნავაროს ფეხი მაიკონმაც მოარტყა, რის შემდეგაც მცველი გასახდელში მიიმალა. მისი საქციელის გამო, ვალენსიას სათადარიგო მცველმა ხუთ თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

4.ფერგის პიცა ესროლეს

არსენალის დაუმარცხებელი სერია მანჩესტერ იუნაიტედმა 2004 წლის 24 ოქტომბერს შეწყვიტა, მატჩის შემდეგ კი ბუფეტში ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც სერ ალექს ფერგიუსონს ვიღაცამ პიცა ესროლა.

მატჩი ძალიან დაძაბული იყო, ლონდონელების აზრით, არბიტრმა იუნაიტედის ფეხბურთელების მხრიდან ბევრი პროვოკაციული მოქმედება დაუსჯელად დატოვა, 73′ წუთზე კი არსენალის კარში საკამათო პენალტი დადო. ნისტელროიმ პენალტი წარმატებულად შეასრულა, შემდეგ კი რუნიმ ანგარიში 2:0 გახადა და არსენალის 49 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა.

 

მატჩის შემდეგ მინდვრის გარეთ ფეხბურთელებსა და სტაფს შორის ჩხუბი აიწია, გაუგებრობის დროს კი ვიღაცამ სერ ალექს ფერგიუსონს პიცის ნაჭერი ესროლა. არსენ ვენგერმა მატჩის შემდეგ ვან ნისტელროის თაღლითი უწოდა, რის გამოც £15.000-ით დაჯარიმდა. ნისტელროიმ კი 3 მატჩიანი ბანი მიიღო, იმ მოქმედებისთვის, რომლებიც არბიტრმა ვერც კი შეამჩნია.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

3.ელ კლასიკოს ჩხუბები

ელ კლასიკო ევროპული ფეხბურთის ყველაზე დიდი დაპირისპირებაა და ამ მატჩებს სიმწვავე არასდროს აკლია, მადრიდის რეალის კონსერვატიული კასტილიური ტრადიციების და კატალონიური უფრო მეტად ლიბერალური იდენტობის დაპირისპირება მოედანზე ყოველთვის ილექებოდა და ყოველთვის დაილექება.

ბოლო წლების ყველაზე დიდი დაპირისპირება, ალბათ, სერხიო რამოსის “სკანდალური” საქციელის დროს მოხდა, როცა მადრიდელმა მცველმა ლიონელ მესი უკნიდან ძალიან უხეშად მოჩეხა, შემდეგ პუიოლი ძირს დააგდო და ჩავის ხელი კრა. მოურინიოს ეპოქის კლასიკოს ჩხუბებში რეალის და ბარსელონას ყველა წევრი იყო ხოლმე ჩართული, კაკას გამოკლებით.

2.არსენალი ნისტელროის დასცინის

2003-04 სეზონის იუნაიტედი – არსენალის დაპირისპირებას დღეს “ოლდ ტრაფორდის ბრძოლის” სახელით იხსენებენ. ამ მატჩში მსაჯმა პატრიკ ვიეირა გააძევა და ბოლო წუთზე არსენალის კარში პენალტი დანიშნა, რასაც დიდი კამათი მოყვა, მატჩის შემდეგ კი არსენალის ხუთი და იუნაიტედის ორი ფეხბურთელი საქციელის გამო დააჯარიმეს.

ნისტელროის რომ ბოლო წუთზე დარტყმული პენალტი გაეტანა, არსენალის ლეგენდარული დაუმარცხებელი სეზონი არ შედგებოდა, რუუდმა ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩატარებული შეკრებისას თქვა კიდეც, რომ მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობის პენალტი გააცუდა. მან ამ შეხვედრაზე ასევე გაუსვა ხაზი იმას, რომ არსენალთან პრობლემები არასდროს ჰქონია და დაპირისპირება ლონდონელთა მხრიდან მოდიოდა.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

1.მარადონა ბილბაოს წინააღმდეგ

კატალონიას და ბასკეთს ერთმანეთთან ბევრი საერთო აქვთ, ფრანკოიზმისადმი წინააღმდეგობა და საკუთარი ენის შენარჩუნებისთვის ბრძოლა გენერლის სიკვდილის შემდგომ წლებში ამ ორ რეგიონს აერთიანებდა ხოლმე, მაგრამ ეს ყველაფერი საფეხბურთო მოედანზე არ გარდასახულა, სადაც ბილბაო და ბარსელონა ერთმანეთის მოსისხლე მტრები იყვნენ.

ყველაფერი ბერნდ შუსტერის და “გოიკოს” ინციდენტით დაიწყო, რომელიც “ბილბაოელი ჯალათის” სახელით იყო ცნობილი. შუსტერი ამ დროს უკვე ევროპის ჩემპიონი იყო და ბარსელონას ერთ-ერთ ლიდერადაც გვევლინებოდა, როცა მასზე “ჯალათმა” საშინელი ვარდნა განახორციელა და შუსტერს ისეთი ტრავმა მიაყენა, რომლის გამოც გერმანელს 9 თვის გამოტოვება მოუწია. ბარსელონამ ეს სეზონი სოსიედადთან სულ 2 ქულით წააგო, გულშემატკივრები კი ყველაფერს გოიკოს აბრალებდნენ.

მომდევნო ორ სეზონში კლუბებს სერიოზული დაპირისპირებები ჰქონდათ, დაძაბულობამ კი პიკს 1983/84 წლებში მიაღწია, როცა ბილბაოს მცველმა მარადონაც მოჩეხა, თან ისე უხეშად, რომ ამ ვარდნას თავისუფლად შეეძლო დიეგოს კარიერის დამთავრება. მარადონამ რამდენიმე თვე გამოტოვა, მაგრამ განმეორებითი თამაში ითამაშა, სადაც ბილბაოში 2 გოლი გაიტანა და მასპინძლები 1:2 დაამარცხა. ბოლოს მარადონა ბილბაოს 1984 წლის კოპა დელ რეის ფინალში შეხვდა, გოიკოს მორიგ უხეშობაზე კი მარადონას ამჯერად არანაკლებ აგრესიული რეაქცია ჰქონდა და ყველაფერი უდიდესი ხელჩართული ჩხუბით დასრულდა.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ბურთი და მოედანი

 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply