სქოულზის გოლი პორტოსთან

რთული წარმოსადგენია, როგორი იქნებოდა საფეხბურთო სამყარო, 2004 წელს რომ პორტოს ჩემპიონთა ლიგა არ მოეგო და ჟოზე მოურინიო ჩელსიში არ წასულიყო. თუმცა, რამდენად რთული წარმოსადგენიც არ უნდა იყოს, რეალობასთან ეს ყველაფერი ძალიან ახლოს იყო. 2003-04 წლის მერვედფინალის განმეორებით მატჩში, იუნაიტედი პორტოს 1:0 ამარცხებდა და შემდეგ ეტაპზე გასვლაზე გატანილი გოლის წყალობით გადიოდა.

შექმენი შენი კოეფიციენტი და აარჩიე სასურველი მოწინააღმდეგე adjarabet.com-ზე

პირველი ტაიმის დასრულებამდე წუთებით ადრე, პოლ სქოულზმა გოლი გაიტანა, რომელიც არბიტრმა არ ჩათვალა. მიუხედავად იმისა, რომ სქოულზზე წინ პორტოს არა ერთი, არამედ სამი მცველი იმყოფებოდა.

პოლ სქოულზს რომ დუბლი შეესრულებინა და ფერგის გუნდს ორბურთიანი უპირატესობა ჰქონოდა, რთული წარმოსადგენია, რომ იუნაიტედს დაპირისპირება დაეთმო. პორტომ დაპირისპირება ისედაც ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოიგო.

2004 წელს, მოურინიო რომ არა, ჩელსის მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი გახდებოდა, რომელიც მაშინ ვალენსიას წვრთნიდა. ეს კი ევროპული ფეხბურთის ლანდშაფტს მთლიანად შეცვლიდა.

ბარახას და მორიენტესის გოლები კორეასთან

2002 წლის მუნდიალზე სამხრეთ კორეის მატჩებში მსაჯების ჩადენილ დანაშაულებს დიდი შესავალი არ სჭირდება, ეს ტურნირი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ გასახსენებელია, ესპანეთისა და იტალიის ნაკრებების დაჩაგვრა კი ძალიან დასანანი იყო, რადგან ამით გულშემატკივრებს შანსი წაერთვათ იტალია – ესპანეთის, შემდეგ კი გერმანია – იტალიის ან გერმანია – ესპანეთის შეხვედრები ეხილათ ტურნირზე, რომელიც ბევრად უკეთესი მუნდიალი იქნებოდა, რომ არა მსაჯის შეცდომები.

ესპანეთი – სამხრეთ კორეის დაპირისპირება ფრედ, 0:0 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ესპანეთსი ორჯერ უნდა მოეგო. ძირითად დროში არბიტრმა ბარახას სუფთა გოლი გააუქმა, დამატებით დროში კი ფერნანდო მორიენტესის გოლი, რომელიც მაშინდელი წესებით ოქროს გოლად ჩაითვლებოდა და მატჩს მაშინვე დაამთავრებდა, რაც ესპანეთს შემდეგ ეტაპზე გაიყვანდა

შექმენი შენი კოეფიციენტი და აარჩიე სასურველი მოწინააღმდეგე adjarabet.com-ზე

იგუაინის გოლი გერმანიასთან

რა თქმა უნდა, წინა ორი შემთხვევისგან განსხვავებით, იგუაინი თამაშგარეში იმყოფებოდა და გოლი გასაუქმებელი იყო. მაგრამ, მაინც საინტერესოა, როგორ შეიცვლებოდა საფეხბურთო რეალობა, ლიონელ მესის რომ მუნდიალის ტიტული მოეგო.

გონსალო იგუაინი არგენტინის გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად საყვარელ ფეხბურთელად იქცა მას შემდეგ, რაც არაერთ ფინალში გაანიავა საგოლე მომენტები და მუნდიალის ფინალის შემდეგ, გუნდთან ერთად ორი კოპას ფინალიც წააგო.

არადა, მსაჯის ერთ გადაწყვეტილებას შეეძლო იგუაინი იმ გმირად ექცია, რომელიც ლიონელ მესის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს მოუპოვებდა.

პუშკაშის გოლი გერმანიასთან

პუშკაშის არჩათვლილ გოლს დღეს თითქმის არასდროს იხსენებენ, მაგრამ თუ შეიძლება რომელიმე ერთ კონკრეტულ გოლზე ვთქვათ რომ ის ყველაზე მეტად შეცვლიდა საფეხბურთო ისტორიას, ეს ნამდვილად ფერენც პუშკაშის გატანილი გოლია, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, 86′ წუთზე.

შექმენი შენი კოეფიციენტი და აარჩიე სასურველი მოწინააღმდეგე adjarabet.com-ზე

სამწუხაროდ, სატელევიზიო ჩანაწერების შემორჩენილი კადრებით დღემდე შეუძლებელია იმის გარკვევა, იყო თუ არა პუშკაში თამაშგარეში. გერმანელი თავდამსხმელი ოტმარ ვოლტერი იძახის რომ პუშკაში “2 მეტრიან თამაშგარეში” იყო, ხოლო თვითნ ფერენცი ამას კატეგორიულად არ ეთანხმება და ავტობიოგრაფიაში თავიც აქვს მიძღვნილი ამ ფინალისა და გოლის განხილვისთვის.

პუშკაში ასევე წერს, რომ უნგრეთის წაგება ბედისწერა იყო და ეს წინასწარ იცოდა, რადგან სასტუმრო, რომელშიც გუნდი ფინალის წინ დარჩა, იგივე სასტუმრო იყო რომელშიც ნაპოლეონი ისვენებდა 1797 წელს, რის შემდეგაც მან ბოროდინოს ბრძოლა წააგო.

დელ სოლის, პაჩინის და დი სტეფანოს გოლები ბარსელონასთან

როცა ჩემპიონთა ლიგის ტიტულს ზედიზედ ხუთჯერ მოიგებ, ერთადერთი, რაც შეგიძლია გააკეთო, რეგრესირებაა. ამ დროს აბსოლუტურად ყველა შენს დამარცხებას ცდილობს.

1960 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში რეალის შვიდბურთიანი გამარჯვება აინტრახტთან ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდურ პერფორმანსად ითვლება, მათი შემდეგი დაპირისპირება კი მომავალი სეზონის პირველ რაუნდში ბარსელონას წინააღმდეგ იყო, სადაც მადრიდელთა ხუთწლიანი დაუმარცხებელი სერია შეწყდა.

ბერნაბეუზე რეალი 2:1ს იგებდა, მაგრამ ბარსელონამ ანგარიშის გათანაბრება 87′ წუთზე მოახერხა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი შემთხვევა დააფიქსირა, როცა რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე მეტოქე ვერ დაამარცხა.

რამდენიმე დღეში კი ბარსელონა პირველი გუნდი გახდა, ვინც რეალი ჩემპიონთა ლიგიდან გამოაგდო. კამპ ნოუზე ჩატარებული მატჩი, კლასიკოსთვის ჩვეული მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებებით იყო გაჟღენთილი.

მატჩის არბიტრი რეგნალდ ლიფი იყო, რომელმაც ამ საღამოს 4 გოლი გააუქმა, საიდანაც 1 ბარსელონასი იყო, 3 კი რეალის. დელ სოლმა ანგარიში გახსნა, მაგრამ მსაჯმა იგი ხელით თამაშის გმაო დააჯარიმა. პაჩინმა ავტოგოლი გაიტანა, რის შემდეგაც დანაშაული გამოისყიდა და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ არბიტრმა არც ეს გოლი ჩათვალა. შემდეგ კი ანგარიში დი სტეფანომ გაათანაბრა, რომლის გოლიც ასევე გაუქმდა.

სატელევიზიო კადრებში პუშკაშის გოლის მსგავსად არც აქ ჩანს, იყო თუ არა თამაშგარე, მაგრამ დი სტეფანო დარწმუნებულია იმაში, რომ ეს ყველაფერი შეთქმულება იყო. “უეფას არ მოწონდა, რომ მათ ტურნირზე დაუმარცხებლები ვიყავით და ჩვენს გასაგდებად ინგლისელი არბიტრები სპეციალურად შეარჩიეს, მათ კომპეტენტურობაში ეჭვი ყველაზე ნაკლებად შეჰქონდათ ხოლმე, ისინი საუკეთესოებად ითვლებოდნენ.”

ბარსელონამ ამ წელს ფინალამდე მიაღწია, სადაც ბენფიკასთან დამარცხდნენ და ევროპული ტიტულის მოსაგებად კიდევ 3 წელი მოუწიათ მოცდა.

შექმენი შენი კოეფიციენტი და აარჩიე სასურველი მოწინააღმდეგე adjarabet.com-ზე

ბირჟა

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply