როგორც მოგეხსენებათ, აჭარაბეთის მონსტრები ყოველკვირა სხვადასხვა პოზიციებს არჩევენ და მათ კოეფიციენტებს ზრდიან.
ბიძია-ბაბუა, ჩაკი და ზორბეგი ყოველთვის გამოირჩეოდნენ პოზიციების ზუსტად არჩევის ნიჭით და ამ უიქენდზეც, აჭარაბეთის მონსტრების გაზრდილი ყველა კოეფიციენტი გამწვანდა!

ვესტ ჰემი – ლესტერი | 2 და 2.5-ზე მეტი გოლი

გამართლდა ✔

ზორბეგის პირველი არჩევანი შაბათის ვესტ ჰემი – ლესტერის დაპირისპირება გამოდგა და მონსტრმა ამ მატჩში ლესტერის მოგებასთან ერთად მეტი ბურთი ივარაუდა.
პირველივე წუთებზე დემარაი გრეის გაფუჭებული პენალტის მიუხედავად, ლესტერმა მატჩი 2:1 მოიგო და ზორბეგის ნავარაუდები ორივე პოზიცია გაამართლა. გრეიმ საკუთარი შეცდომა გამოასწორა და იჰეანაჩოსთან ერთად ლესტერს 3 ქულა მოუტანა.

ბარნლი – მანჩესტერ იუნაიტედი | რაშფორდი გაიტანს გოლს

გამართლდა ✔

შაბათის მეორე პოზიცია ანალიტიკოსმა ბიძია-ბაბუამ აარჩია და ივარაუდა, რომ ბარნლის წინააღმდეგ გოლს მარკუს რაშფორდი გაიტანდა.

რაშფორდის გოლის ლოდინი გულშემატკივარს 95′ წუთამდე მოუწია, მაგრამ ახალგაზრდა ფორვარდმა მოედანი უგოლოდ მაინც არ დატოვა.

არსენალი – ჩელსი | მულტი ანგარიში – 1:2, 1:3, 1:4

გამართლდა ✔

ბიძია-ბაბუამ მორიგი პოზიცია ამჯერად კვირას, არსენალი – ჩელსის მატჩზე ივარაუდა და ჩელსის 2:1, 3:1 ან 4:1 მოგება უწინასწარმეტყველა.

ანალიტიკოსის პირველი არჩევანივით, ჩელსის მოგებაც სულ ბოლო წუთებზე გამართლდა, რადგან არისტოკრატებმა 82′ წუთის შემდეგ მოახერხეს ქამბექის გაკეთება და მატჩის მოგება.

ლივერპული – ვულვზი | მანე გაიტანს პირველ გოლს

გამართლდა ✔

ზორბეგის მეორე გაზრდილი კოეფიციენტი ლივერპული – ვულვზის მატჩში პირველი გოლის ავტორად მანეს ვარაუდობდა და ზუსტად ასეც მოხდა.

სადიო მანე მატჩის ერთადერთი გოლის ავტორი გახდა და ლივერპულს მორიგი 3 ქულა მოუტანა. 19 ტურის შემდეგ 10 გოლით, მანე, პრემიერ ლიგაში გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც არის.

მანჩესტერ სიტი – შეფილდი | აგუერო გაიტანს პირველ გოლს

გამართლდა ✔

ექსპერიმენტატორმა ჩაკიმ ამ კვირაში მხოლოდ 1 კოეფიციენტი გაზარდა, მაგრამ იდეალური სიზუსტით. მან მანჩესტერ სიტი – შეფილდის მატჩში პირველი გოლის ავტორად სერხიო აგუერო ივარაუდა.

სიტიმ შეფილდს პირველ ტაიმში გოლი საერთოდ ვერ გაუტანა, მაგრამ 52′ წუთზე დე ბრუინის გადაცემით სერხიო აგუერომ ანგარიში გახსნა და აჭარაბეთის მონსტრების მეხუთე პოზიციაც გაამწვანა!

როგორ ვადევნო თვალი გაზრდილ კოეფიციენტებს?

აჭარაბეთის მონსტრების გაზრდილ კოეფიცინეტებს თვალი აჭარაბეთის ფეისბუქ/ინსტაგრამ გვერდებზე, ან მათ ოფიციალურ ფეისბუქ ჯგუფში – ბურთი და მოედანში შეგიძლიათ ადევნოთ.

ბურთი-და-მოედანის-ჰედერი

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply