11 წლის შემდეგ, პირველი “ელ კლასიკო” მესისა და რონალდუს გარეშე, კვირას, 28 ოქტომბერს ჩატარდება. გთავაზობთ მათ საერთო თერთმეტეულს, თქვენ რას შეცვლიდით?

ტერ შტეგენი
გერმანელი გოლკიპერი ბრწყინვალე ფორმაშია. ბარსელონას დაცვის ხაზის ცუდი თამაშის ფონზე, ტერ შტეგენი თავისი კარგი თამაშით ახერხებს ყველაფრის დაბალანსებას. იგივე სევილიასთან მატჩში, ტერ შტეგენმა ბარსელონა რამდენჯერმე გადაარჩინა გაშვებული გოლისგან. უდავოა, რომ ტერ შტეგენი ესპანეთის ჩემპიონატში საუკეთესო მეკარედ ყალიბდება.

კარვახალი
რეალის განაპირა მცველი წლებია სტაბილურად ასპარეზობს მადრიდული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში. დანიელ კარვახალი განეკუთვნება ისეთი კატეგორიის მცველებს, რომლებსაც კარგად შეუძლიათ როგორც შეტევაში, ისევე დაცვაში თამაში.

ვარანი
ფრანგი დამცველი თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ვარანს მიმიდნარე სეზონში მიკროტრავმების გამო თავისი ჩვეული თამაშის ჩვენება არ შეუძლია, თუმცა დროდადრო ფრანგი მოთამაშე ფორმაში დგება.

რამოსი
რეალის კაპიტანი ერთ-ერთი მთავარი ნათელი წერტილია მადრიდულ კლუბში ახალ სეზონში. სერხიო შემტევი მცველების კატეგორიაში გადის, რომლებისგანაც გოლის გატანას ყოველთვის უნდა მოველოდოთ. მიუხედავად ასაკის მატებისა, რამოსი ინარჩუნებს ფორმას და მსოფლიოში საუკეთესო მცველთა შორისაა.

მარსელო
ბრაზილიელ მოთამაშეს ახალ სეზონში რამდენიმე მატჩი დაზიანების გამო ჩაუვარდა. თუმცა, რეაბილიტაციის შემდეგ დაბრუნდებულმა მარსელომ ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და გოლიც გაიტანა. მარსელო მსოფლიოში ყველაზე დიდი შეტევითი პოტენციალის მქონე მცველია.

ბუსკეტსი
სერხიო ბარსელონას საყრდენ ზონაში წლებია, რაც დამკვიდრდა და საკუთარ საქმეს იდეალურად ასრულებს. ბუსკეტსი კარგად შლის მეტოქის იერიშებს და საკუთარი გუნდის შეტევების წამოწყებაც არ უჭირს. ცოტა ფეხბურთელს თუ დავასახელებთ, რომლებსაც ბუსკეტსის სამუშაოს შესრულება შეუძლიათ 90 წუთის განმავლობაში.

მოდრიჩი
ხორვატი ფეხბურთელი 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მოდრიჩი ნახევარდაცვის ხაზში საუკეთესოა და ამ ფორმაციის რეალის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია. მოდრიჩი გამოირჩევა თავისი პასის კულტურითა და სწორი პოზიციის შერჩევით.

რაკიტიჩი
ბარსელონას ხორვატმა ნახევარმცველმა ბოლო წლებში სერიოზული პროგრესი განიცადა. რაკიტიჩს საკუთარი გუნდის შეტევების წამოწყებასთან ერთად იდეალურად გამოსდის მეტოქე გუნდის შეტევების ჩაშლა და პროდუქტიულია მოქნილი პრესინგის დროს. ახალ სეზონში რაკიტიჩმა რამდენიმე ულამაზესი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

კოუტინიო
ლიონელ მესის არ ყოფნაში სწორედ კოუტინიოს მოუწევს ბარსელონას შემტევ ხაზში ლიდერის თვისებების მორგება. კოუტინიომ უკვე რამდენჯერმე დაამტკიცა, რომ ტოპ-დონის მოთამაშეა. ბრაზილიელი ფეხბურთელის ერთ-ერთი მთავარი პლუსი შორეული დარტყმებია, ასევე  ამ ყველაფერს ეფექტური დრიბლინგიც ემატება. კოუტინიოსთვის ელ კლასიკოში წარმატებული ასპარეზობა მორალური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იქნება.

სუარესი
ახალ სეზონში ურუგვაელ ფორვარდს ბევრი გოლები ვეღარ გააქვს. აშკარაა, რომ სუარესმა სისწრაფე დაკარგა, თუმცა ის სახიფათო მომენტების შექმნასა და გუნდელებისთვის თავისუფალი ზონების დატოვებას კვლავ აგრძელებს. ლუისს მომენტების რეალიზების პრობლემაც ჰქონდა, თუმცა ბოლო დროს გამოცდილი თავდამსხმელი არც ამ მხრივ მოიკოჭლებს.

გარეტ ბეილი
ბევრი საფეხბურთო ექსპერტი თვლის, რომ კრიშტიანუ რონალდუს გუნდიდან წასვლის შემდეგ შემტევ ხაზში ლიდერის სტატუსი სწორედ უელსელმა ფეხბურთელმა უნდა მოირგოს. ბეილს შეუძლია სისწრაფის, ტექნიკისა და უძლიერესი დარტყმის ხარჯზე გოლების მანქანად იქცეს, თუმცა ჯერჯერობით უელსელი მოთამაშე არც ისეთი შედეგიანია.

უყურე ლა ლიგის თამაშებს და დადე ფსონი აჭარაბეთზე.

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply