კვირას, 21 ოქტომბერს იტალიის სერია ა-ს ისტორიული შეხვედრა გაიმართება.
სან-სიროზე ”ინტერი“ ”მილანს“ შეხვდება. მილანური დერბი, იგივე ”დერბი დელა მადონინა“  რჩება იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად და ფეხბურთის გულშემატკივრები განსაკუთრებული ინტერესით ელოდენიან მატჩს.

რატომ დერბი დელა მადონინა ?
”დერბი დელა მადონინა” ღვთისმშობლის ქანდაკების გამო ეწოდა. ეს მონუმენტი მილანის გარეუბანში იდგა და მას პატარა მადონინას ეძახდნენ.
როდის დაიწყო?
იტალიის ჩემპიონატი 1929 წელს დაიწყო და სერია ა-ში პირველი ”დერბი დელა მადონინა” 10 ნოემბერს შედგა. მას შემდეგ მილანისა და ინტერის დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევს. თითოეული ფეხბურთელი პრინციპულ შეხვედრას ატარებს და ყველა ბოლომდე იხარჯება.ყველაზე სკანდალური მატჩი
ყველაზე გახმაურებული მატჩი 2005 წლის 12 აპრილს შედგა. მილანი და ინტერი ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ანგარიში ანდრეი შევჩენკომ გახსნა, მეორე ტაიმში ესტებან კამბიასომ გაათანაბრა. თუმცა გერმანელმა მსაჯმა მარკუს მერკმა გატანილი გოლი არ ჩათვალა და უხეში თამაშისთვის არგენტინელი გააფრთხილა კიდეც, რამაც ინტერის გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია და მინდორზე ანთებული ასაფეთქეფლების სროლა დაიწყეს, რომელიც მილანის მეკარე დიდას მოხვდა თავში. მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და აბიატიმ შეცვალა. 
ნახევარი საათის შემდეგ ფეხბურთელები კვლად დადგნენ ერთმანეთის პირისპირ თამაშის გასაგრძელებად. მაგრამ მატჩი მაინც ვერ დასრულდა, ინტერის გულშემატკივრებმა კვლავ დაიწყრს ნივთების სროლა, მერკმა კი თამაში საბოლოოდ შეწყვიტა. დიდამ პირველი ხარისხის დამწვრობა მიიღო, თუმცა არც ერთი მატჩის გამოტოვრება არ დასჭირვებია.

საქმე უეფას სადისციპლინო კომისიას გადაეცა.
უეფას ისტორიაში ინტერი ყველაზე დიდი რაოდენობის თანხით – 200 ათასი ევროთი დააჯარიმეს.

 
ხვალინდელი მატჩი
ამ ეტაპზე ინტერსა და მილანს შორის განსხვავება მხოლოდ 4 ქულაა. გუნდები ჩინებულ ფორმაში არიან და მათი შემადგენლობა ოპტიმალურთან ახლოსაა. ორივე გუნდს თავიანთი არგენტინელი ლიდერი ჰყავთ და იმის გათვალისწინებით, რომ ინტერმა წარუმატებელი დასაწყისის შემდეგ ზედიზედ ბოლო 6 მატჩი მოიგო, მილანის ანგარიშზე კი ბოლო 2 მოგებული მატჩი ფიქსირდება ვნახოთ, რამდენად დიდებული იქნება რიგით პირველი დერბი დელა მადონინა ამ სეზონში.

უყურე სერია ა-ს პირველ დელა მადონინას და დადე ფსონები მატჩებზე.

 

 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply