შაბათს მოურინიო სტემფორდ ბრიჯზე დაბრუნდება. ნახეთ ჩელსისა და მანჩესტერის საერთო თერთმეტეულის შემადგენლობა:

დე ხეა
მანჩესტერ იუნაიტედის გოლკიპერი ახალ სეზონში დამაჯერებელ თამაშებს ვერ აჩვენებს, თუმცა ის კვლავ რჩება პრემიერ ლიგის მოწინავე გოლკიპერად. ესპანელი კიპერი ბოლო წლებში მანჩესტერ იუნაიტედის საუკეთესო მოთამაშედ სახელდება და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა.

ასპილიკუეტა
ესპანელი განაპირა მცველი უკვე რამდენიმე წელია ლონდონის ჩელსის შეუცვლელი ფულბეკია და სტაბილურადაც ასპარეზობს. ასპილიკუეტა პროდუქტიულია როგორც შეტევით ფაზაში, ისევე დაცვით ხაზში. ახალ სეზონში სეზარი ჩვეულ ფორმას ინარჩუნებს და კვლავ სტაბილურად თამაშობს.

რუდიგერი
ლონდონური გუნდის ცენტრალური მცველი ახალ სეზონში ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება. რუდიგერმა პრემიერ ლიგაში ადაპტაცია უკვე გაიარა და გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. ის ფაქტი, რომ ჩელსის დაცვის ხაზი საკმაოდ საიმედოა ახალ სეზონში, ეს რუდიგერის დამსახურებაცაა.

ლუიზი
ბრაზილიელი მოთამაშე გასულ წელს სტაბილურად ვერ ასპარეზობდა, თუმცა მაურიციო სარის ფორმაციის გუნდში მან ადგილი ადვილად დაიმკვიდრა და დაცვაში რუდიგერთან ერთად სტაბილური და სანდო ტანდემი ჩამოაყალიბა. დავიდ ლუიზი ამ დროისთვის პრემიერ ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლება.

მარკოს ალონსო
ახალ სეზონში მარკოს ალონსო ლონდონის ჩელსის ერთ-ერთ მთავარ საკვანძო ფიგურად იქცა. ესპანელი მოთამაშე შემტევი სტილის მცველების კატეგორიას განეკუთვნება, რომლებსაც დაცვაში თამაშიც კარგად გამოსდით. ალონსოს ახალ სეზონში 1 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა აქვს.

კანტე
ფრანგი საყრდენი ნახევარმცველი პრემიერ ლიგაში თავის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა. ნგოლო ახალ სეზონშიც სტაბილურად აგრძელებს ასპარეზობას და თავისი გუნდისთვის უზრუნველყოფს როგორც მეტოქის შეტევების ჩაშლას, ისევე თავისი გუნდის იერიშის წამოწყებას.

პოგბა
მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველს კარიერაში საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ აქვს, თუმცა ის მაინც რჩება წითელი ეშმაკების ლიდერად. პოგბას თავისი შორეული დარტყმებთ და შეტევაში აქტიურობით არა ერთხელ გადაუწყვეტია თამაშის ბედი.

ჟორჟინიო
ლონდონის ჩელსის ნახევარმცველი ბრწყინვალედ მოერგო „არისტოკრატებს“ და ნახევარდაცის ხაზში დამკვიდრდა. ჟორჟინიო ბრწყინვალედ ახერხებს მოედანზე შავი სამუშაოს შესრულებას და პრემიერ ლიგაში მოწინავე ადგილს იკავებს ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებლით.

აზარი
ბელგიელი სუპერვარსკვლავი საოცარ ფორმაშია. „არისტოკრატთა“ უშედეგო ფორვარდების ფონზე ბობმარდირული თვისებები ედენ აზარმა გამოავლინა და პრემიერ ლიგაში უკვე 6 გოლი გაიტანა. ამ დროისთვის აზარი ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.

ვილიანი
ბრაზილიელი ფეხბურთელი შემტევ ხაზში ერთ-ერთი გამორჩეულია ლონდონელთა მხრიდან. ვილიანს ახალ სეზონში არც ისე კარგი სეზონი აქვს, თუმცა წარმატებული დრიბლინგებითა და რეგულარული ჩაწოდებებით ის ლონდონის ჩელსის შეტევებს მშვენივრად ამწვავებს.

ლუკაკუ
იუნაიტედის შემტევ ხაზში მთავარი ძალა სწორედ რომელუ ლუკაკუა. ალექსის სანჩესის ცუდი ფორმის ფონზე, სწორედ ლუკაკუს ევალება შემტევ ხაზში ლიდერის თვისებების მორგება და გოლების გატანა. ახალ სეზონში რომელუს 8 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი. 
 დადე ფსონები პრემიერლიგის მატჩებზე.

 

 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply