ერლინგ ბრაუტ ჰალანდი, უდავოდ, მიმდინარე სეზონის ყველაზე დიდი აღმოჩენაა და ფეხბურთის გულშემატკივრებს საკუთარ შესაძლებლობებში ყოველ კვირა არწმუნებს. მიმდინარე სეზონში მისი სტატისტიკა არაამქვეყნიურია, ნორვეგიელი თინეიჯერი ისეთ შედეგს გვაჩვენებს, როგორსაც სულ რამდენიმე ფეხბურთელისგან ვართ შეჩვეული და ის ჯერ მხოლოდ 19 წლისაა.

გთავაზობთ ყველაზე არანორმალურ ფაქტებს ჰალანდის მიმდინარე სეზონის შესახებ:

ჰალანდმა 2019-20 სეზონში უკვე 39 გოლის გატანა მოახერხა და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი ორ სხვადასხვა ჩემპიონატში მოახერხა.

მთავარი არგუმენტი, რითაც 19 წლის ნორვეგიელს აკრიტიკებდნენ, ავსტრიის ჩემპიონატში თამაში იყო. მაგრამ ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენები პერფორმანსებით, ერლინგი კრიტიკოსების დადუმებას განაგრძობს.

შექმენი შენი კოეფიციენტი და აარჩიე სასურველი მოწინააღმდეგე adjarabet.com-ზე

  • დორტმუნდში გადმოსვლის შემდეგ, მან 11 გოლი გაიტანა, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე მხოლოდ 440 წუთი გაატარა. ეს ნიშნავს, რომ ჰალანდს გოლი ყოველ 40 წუთში ერთხელ გააქვს.

ჰალანდი

  • დორტმუნდში გატანილი 11 გოლისთვის ჰალანდს კარში მხოლოდ 13 დარტყმის განხორციელება დასჭირდა, ანუ მას დარტყმების 84%-დან გოლი გააქვს.
  • დორტმუნდში გადმოსვლის შემდეგ, მან მეტი გოლი გაიტანა ვიდრე ნებისმიერმა სხვა ფეხბურთელმა ევროპის ტოპ ჩემპიონატებში და რაც მთავარია, იმდენი გოლი აქვს გატანილი რაც მესის და რონალდუს ერთად.
  • ჰალანდმა გერმანიის ჩემპიონატში 5 მატჩი ითამაშა, მაგრამ უკვე იმდენი გოლი გაიტანა, რომ ბომბარდირთა დავაში მას მხოლოდ 11 ფეხბურთელი უსწრებს.
  • ჰალანდი ბუნდესლიგის იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი თვის გნამავლობაში მოედანზე მხოლოდ 59 წუთი გაატარა

შექმენი შენი კოეფიციენტი და აარჩიე სასურველი მოწინააღმდეგე adjarabet.com-ზე

  • 2019/20 სეზონში, ჰალანდმა ჩემპიონთა ლიგაზე მეტი გოლი გაიტანა (10) ვიდრე ბარსელონამ (9) და მადრიდის ატლეტიკომ (9).
  • ჰალანდს აბსოლუტურად ყველა ტურნირზე მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე მატჩი ნათამაშები. ერთადერთი ტურნირი, სადაც ჰალანდს მატჩზე მეტი გოლი არ აქვს, გერმანიის თასია, სადაც თინეიჯერმა 1 მატჩში 1 გოლი გაიტანა, მაგრამ ეს 44 წუთში მოახერხა.
  • ჰალანდი ისტორიაში მესამე და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა რობერტო ფირმინოსა და სადიო მანეს შემდეგ, ვინც ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო სეზონში 10 გოლი გაიტანა. ამ რეკორდის მოსახსნელად ნორვეგიელს მხოლოდ 1 გოლის გატანა აკლია.
  • ჰალანდი ერთადერთი თინეიჯერია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში 10 გოლის გატანა მოახერხა. 10 გოლი მბაპემაც თინეიჯერობისას გაიტანა, მაგრამ მას ამისთვის 2 სეზონი დაჭირდა.
  • ჰალანდს ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლის გასატანად მხოლოდ და მხოლოდ 7 მატჩი დასჭირდა, რაც ყველაზე სწრაფად დაგროვილი ათი გოლია ტურნირის ისტორიაში.
  • ჰალანდი დორტმუნდის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მის სადებიუტო მატჩში გაიტანა ბუნდესლიგაში, ჩემპიონთა ლიგაზე და გერმანიის თასზე.
  • საკლუბო კარიერის მანძილზე, ჰალანდმა უკვე 60 გოლი გაიტანა და რვა ჰეთ-თრიკი შეასრულა.
  • მიმდინარე სეზონში მას 28 მატჩში 39 გოლი აქვს გატანილი და გოლი საშუალოდ ყოველ 48.7 წუთში ერთხელ გააქვს.

შექმენი შენი კოეფიციენტი და აარჩიე სასურველი მოწინააღმდეგე adjarabet.com-ზე

ბირჟა

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply