თავით გატანილ გოლებს თითქოს ფეხბურთის ყველაზე სანახაობრივ მომენტებში ადგილი ნაკლებად ეკუთვნის. თუმცა არსებობენ ფეხბურთელები, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ საჰაერო ორთაბრძოლებში გატანილი გოლები “მაკრატელებზე,” შორეულ დარტყმებსა თუ ხანგრძლივი დრიბლინგის შემდეგ დასრულებულ შეტევებზე არანაკლებ ლამაზი შეიძლება გამოვიდეს.
ქვემოთ მოცემული სია დაყრდნობილია არა მხოლოდ გოლების ესთეტიკურ მხარეზე, არამედ მათ მნიშვნელობაზეც.

10. ჩიჩარიტო ჩელსის წინააღმდეგ

მექსიკელი სიაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფეხბურთელია – 175 სანტიმეტრი. თუმცა ეს მას არ აჩერებდა, რომ თავით უამრავი გოლი შეეგდო. პრემიერლიგაში მის მიერ გატანილი გოლების 26% სწორედ თავურ დარტყმებზე მოდის.
ჩიჩარიტო არასოდეს ყოფილა დიდი გოლეადორი, თუმცა ლონდონური კლუბი მისი საყვარელი მეტოქე იყო. გულშემატკივრები ხუმრობდნენ კიდეც, რომ მექსიკელი ჩელსის წყევლა იყო. ჯამში ჩიჩარიტომ არისტოკრატების წინააღმდეგ 8 გოლი შეაგდო, აქედან კი 3 თავით.
თუმცა ეს გოლი სილამაზით ყველას აღემატება: კერიკის საოცარი გადაცემის შემდეგ, მანჩესტერის ფორვარდმა ჩეხის კარში ბურთი ურთულესი სიტუაციიდან გადაგზავნა.

9. კლოზეს თავური ბენეფისი

შესაძლოა ეს გოლი საოცარი სილამაზით არ გამოირჩევა, მაგრამ მიროსლავ კლოზემ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯამში 5 გოლი გაიტანა, თანაც ხუთივე თავური დარტყმით!
გერმანელი ფორვარდის თამაში და გოლების უმეტესობა სწორედ თავურ დარტყმებზე მოდის. კლოზე ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო თავით მოთამაშე ფეხბურთელად. სწორედ ამიტომ მან ამ სიაში ადგილი ნამდვილად დაიმსახურა.

8. დროგბას გოლი ბაიერნის კარში

ეს გოლი არა მარტო დროგბას, არამედ ჩელსის ისტორიაშიც ყველაზე მნიშვნელოვანი გოლია. 2012 წლის ფინალში ლონდონელებმა ფავორიტად შერაცხული მიუნხენური მონსტრი საკუთარ კედლებში დაამარცხა და ნანატრი თასი ბოლო წუთებზე სწორედ დროგბას თავურით მოჰპარა.

7. პელეს გოლი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში

შესაძლოა ბევრმა არ იცის, მაგრამ არც თუ ისე შთამბეჭდავი სიმაღლის მიუხედავად (173 სანტიმეტრი), ფეხბურთის მეფე თავს ძალიან კარგად იყენებდა და თავის კარიერაში ჰაერიდან უამრავი გოლი აქვს გატანილი. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან გოლად მაინც 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, იტალიის წინააღმდეგ გატანილი გოლია. ბრაზილიამ იტალიას 4-1 მოუგო, თუმცა პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი სწორედ პელეს თავური იყო.

6. ვან ბასტენის გოლი რეალის კარში

1989 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში რეალი მილანს დაუპირისპირდა. პირველ მატჩს მადრიდელები მინიმალური სხვაობით იგებდნენ, თუმცა მატჩის 78-ე წუთზე ჰოლანდიელმა ლეგენდამ წარმოუდგენელი ბურთი გაიტანა.
განმეორებით მატჩში მილანმა მეტოქე 5-0 გაანადგურა, თუმცა გასვლაზე წაგების შემთხვევაში, როსონერის საქმე ბევრად უფრო რთულად ექნებოდა.

5. ჯერარდის მიერ დაწყებული ისტორიული ქამბექი

სტამბულის ფინალის ლეგენდას საფუძველი სწორედ სტივენ ჯერარდის თავურმა ჩაუყარა. 54 წუთზე იონ არნე რიისეს ჩაწოდებული ბურთი მერსესაიდელების კაპიტანმა საკმაოდ შორი მანძილიდან შორეულ კუთხეში გადაგზავნა და გუნდი ბრძოლაში დააბრუნა.

4. ზიდანის თავით გატანილი დუბლი ბრაზილიასთან

ფრანგ ლეგენდას უამრავი მნიშვნელოვანი გოლი აქვს გატანილი. თუმცა მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩად 1998 წლის ფინალი რჩება, სადაც საფრანგეთმა მსოფლიო ჩემპიონობა ისტორიაში პირველად იზეიმა. ზიდანმა ამ მატჩი დუბლი სწორედ თავით შეასრულა, რაც ისეთი წარმოუდგენელი შედეგია, რომელიც შეიძლება კიდევ უამრავი წელი ვეღარავინ გაიმეოროს.

3. რონალდოს წარმოუდგენელი ნახტომი

რონალდო ყოველთვის გვაკვირვებდა თავისი წარმოუდგენელი ათლეტიზმით და ფიზიკური მომზადებით. სამპდორიასთან ჩადენილი სასწაულის დროს კრისტიანო რონალდო 34 წლის იყო. პორტუგალიელმა ბურთი მეტოქის კარში 2 მეტრი და 56 სანტიმეტრის სიმაღლიდან გადაგზავნა.
თუმცა ეს მის კარიერაში დაფიქსირებული მხოლოდ მეორე ყველაზე მაღალი ნახტომი იყო.
პირველ ადგილზე სამპდორიასთან გატანილი მსგავსი გოლია, რომელიც თავდამსხმელმა მის ყოფილ კლუბს, მანჩესტერ იუნაიტედს გაუტანა.
ინგლისური მედიის ცნობით, მაშინ ჯერ კიდევ მადრიდის რეალის ფეხბურთელმა დე ხეას გოლი 2 მეტრი და 93 სანტიმეტრის სიმაღლიდან შეუგდო.

2. მესი ფერდინანდისა და ჯონ ოშის წინააღმდეგ

მესი ამ სიაში ყველაზე ტანდაბალი ფეხბურთელია და ბუნებრივია, რომ არგენტინელი ჯადოქარი თავით თამაშით მაინცდამაინც არ გამოირჩევა.
თუმცა ეს ყველაფერი ამ გოლს დამატებით ხიბლს სძენს: 170 სანტიმეტრის არგენტინელმა გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მასზე 2 თავით მაღალ რიო ფერდინანდსა და ჯონ ოშის შორის გაიტანა.
თანაც ეს თავური მესის თითქმის 700 გოლიან კარიერაში დღემდე არგენტინელის საყვარელ გოლად რჩება.

15 წამიდან

1. ვან პერსის სასწაული ესპანეთთან

აქ სიტყვები ზედმეტია. თავით გატანილი ყველა დროის ულამაზესი გოლი სწორედ ჰოლანდიელის ანგარიშზეა.
ვან პერსის თავური ერთადერთი გოლია, რომელიც ფიფას წლის გოლების სამეულში მოხვდა.

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply