მსოფლიოს სპორტულ სამყაროში პანდემია მძვინვარებს, თითქმის ყველა ღონისძიება შეჩერებულია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სპორტი ჩვენს ეკრანებს სრულად უნდა ჩამოშორდეს.
გთავაზობთ 10 მხატვრულ ფილმს სპორტზე, რომლებიც შეჩერებული ჩემპიონატებისგან დატოვებულ სიცარიელეს ნაწილობრივ მაინც შეგივსებთ

10 – Moneyball

გამოშვების წელი: 2011

მსახიობები: ბრედ პიტი, ჯონა ჰილი, ფილიპ სეიმურ ჰოფმანი

სპორტი: ბეისბოლი

არსებობს მოსაზრება, რომ საუკეთესო სპორტული ფილმები ბეისბოლზე გამოდის და ეს ნამუშევარიც ამის საუკეთესო დასტურია.

ფილმი მოგვითხრობს რეალურ პიროვნებაზე სახელად ბილი ბინი, რომელიც ბეისბოლის მთავარ ლიგაში ერთ-ერთი უღარიბესი გუნდის გენერალურ მენეჯერად დაინიშნა. ფინანსურ გიგანტებთან ბრძოლას ის მხოლოდ ნიჭითა და სწორი მენეჯმენტით თუ შეძლებდა. ფილმში შესანიშნავად არის ნაჩვენები სპორტული კლუბების შიდა სამზარეულო და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოედანს გარეთ მიმდინარე პროცესები (ხშირად უფრო მნიშვნელოვანიც კი, ვიდრე უშუალოდ მოედანზე მოთამაშეების მიღწევები).
ფილმმა არნახულ წარმატებას მიაღწია და ოსკარების 6 ნომინაციაში ნომირებული იყო.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

9 – Shaolin Soccer

გამოშვების წელი: 2001

სპორტი: ფეხბურთი

ალბათ ეს ფილმი ბავშვობაში ყველას გაქვთ ნანახი, თუმცა თვითიზოლაციის პირობებში მისი თავიდან ნახვა ნამდვილად არ არის ცუდი იდეა.
ყოფილ შაოლინელ ბერს სურს კუნგ ფუ და მასთან დაკავშირებული სპირიტუალურ/ფიზიკური სწავლებები პოპულარული გახადოს. ამ მესიჯის ხალხთან მიტანას კი ის სწორედ ფეხბურთით გადაწყვეტს. ამიტომ 6 ძმა ჩამოაყალიბებს საფეხბურთო კლუბს და მათი საბოლოო მიზანი ბინძური ხერხებით მოთამაშე მდიდარი ბიზნესმენის გუნდის დამარცხებაა. ფილმი კომედიურ ჟანრს მიეკუთვნება და ფანტასტიკურ ელემენტებს შეიცავს, რომლებიც სახლის პირობებში დროის სასიამოვნოდ გატარებაში ნამდვილად არ შეგიშლით ხელს.

8 – Invictus

გამოშვების წელი: 2009

მსახიობები: მეტ დეიმონი, მორგან ფრიმანი

სპორტი: რაგბი

ლეგენდარული კლინტ ისტვუდის ბიოგრაფიული დრამა ნელსონ მანდელას ცხოვრების ეპიზოდსა და 1995 წელს რაგბიში ჩატარებულ მე-3 მსოფლიო ჩემპიონატზე მოგვითხრობს. 27 წლიანი პატიმრობის შემდეგ ნელსონ მანდელა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი ხდება. ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზეა. ჩემპიონატამდე 1 წლით ადრე ინგლისის წინააღმდეგ გამართული მატჩის დროს კი მანდელა ამჩნევს, რომ აფრიკელების ნაწილი არა საკუთარ ქვეყანას, არამედ მოწინააღმდეგეებს ქომაგობს, რადგან ეროვნული ქვეყნის ნაკრებში მოთამაშე მრავალი თეთრკანიანი მოთამაშე მათთვის ჯერ კიდევ მჩაგვრელ კასტასთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ ნელსონ მანდელა გადაწყვეტს შეხვდეს ნაკრების ლეგენდარულ კაპიტანს, ფრანსუა პიენაარს, რადგან პრეზიდენტის რწმენით, რაგბის შეუძლია ერი გააერთიანოს და საკუთარ კედლებში მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით ქვეყანა უმძიმესი კრიზისიდან ამოიყვანოს.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ფილმი პოლიტიკურ-სპორტული ისტორიული ამბების პარალელურად გვანახებს, თუ რამდენად მნიშვნელოვნია სპორტი უბრალო ადამიანების ცხოვრებაში და რამხელა გავლენა შეიძლება იქონიოს ერთი შეხედვით “უბრალო თამაშმა.”
რაგბის მოყვარულების ერთ-ერთმა საყვარელმა ფილმმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა და ოსკარების 2 ნომინაციაც მიიღო.

7 – Coach Carter

გამოშვების წელი: 2005

მსახიობები: სემიუელ “ელ” ჯექსონი, ჩენინგ ტატუმი, აშანტი

სპორტი: კალათბურთი

ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე. ყოფილი კალათბურთელი, კენ კარტერი რიჩმონდის სკოლის საკალათბურთო გუნდს იბარებს. მწვრთნელის ბრწყინვალე მუშაობის შედეგად გუნდი მოგებათა სერიებს იწყებს, თუმცა ბავშვების აკადემიური მოსწრება შესამჩნევად იკლებს, რის გამოც კარტერი დარბაზის დახურვას გადაწყვეტს და თავის შეგირდებს ულტიმატუმს დაუყენებს: ბავშვები ბურთს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეღირსებიან, როცა ნიშნებს გამოასწორებენ.
ფილმში შეულამაზებლად არის ნაჩვენები ის პრობლემები, რომლებსაც ახალგაზრდა სპორტსმენები ცხოვრებაში აწყდებიან – ყველა მოთამაშის გზა დიდებით და წარმატებით არ სრულდება, ამიტომ სპორტში გართობის გარდა ცხოვრებისეული პასუხისმგებლობაც მნიშვნელოვანია.

6 – Mean Machine

გამოშვების წელი: 2001
მსახიობები: ჯეისონ სტეტჰემი, ვინი ჯონსი, ჯეისონ ფლემინგი

გადავწყვიტეთ “მწვანე ქუჩის ხულიგნების” მაგივრად, სიაში სხვა ბრიტანული ფილმი შეგვეყვნა. ფილმი მოგვითხრობს ინგლისის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელზე, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისა და პოლიციელთან შელაპარაკების გამო ციხეში აღმოჩნდება. მას შემდეგ რაც საკანში მის მეგობარს სცემენ, დენი (ფილმის მთავარი პერსონაჟი), გადაწყვეტს რომ შექმნას საფეხბურთო გუნდი და დაამარცხოს ციხის ზედამხედველები. თუმცა ციხის უფროსი არ აპირებს დაუშვას პატიმრების გამარჯვება.
მთავარ პერსონაჟს ყველასათვის ცნობილი მსახიობი, ვინი ჯონსი თამაშობს. შესაძლოა ბევრმა არ იცის, მაგრამ ინგლისელი მსახიობი წარსულში პროფესიონალი სპორტსმენი იყო და მას კარიერა რამდენიმე ინგლისურ კლუბში აქვს გატარებული. ინგლისელის ანგარიშზე მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ გატანილი გოლიც კი მოიპოვება.
სანამ რეალურ ცხოვრებაში რონალდინიო ციხეში იმყოფება და ბურთს პატიმრებთან აგორებს, შეგვიძლია ამ ფილმით წარმოვიდგინოთ, თუ როგორია ყოფილი ფეხბურთელის ცხოვრება ციხის კედლებში.

5 – White man can’t jump

გამოშვების წელი: 1992

მსახიობები: უესლი სნაიპსი, ვუდი ჰარელსონი.

სპორტი: კალათბურთი

ამერიკული სპორტული ფილმების ერთ-ერთი გამორჩეული კლასიკა მთლიანად ქუჩურ კალათბურთს, ე.წ. “სტრიბოლს” ეხება. მთავარი გმირი თეთრკანიანი მამაკაცია, რომელიც თავს ქუჩაში კალათბურთის თამაშისას მოგებული სანაძლეოებით ირჩენს. არავის სჯერა, რომ “თეთრი ბიჭუნა კოლეჯიდან” შეძლებს წინააღმდეგობა გაუწიოს შავკანიან მოთამაშეებს ამერიკის ქუჩებში და ვუდი ჰარელსონის პერსონაჟიც ამას მშვენივრად იყენებს.
ფილმი იდეალურად ახერხებს როგორც წმინდა საკალათბურთო ესთეტიკის ჩვენებას, ასევე სპორტულ სამყაროში არსებული რასისტული პრობლემების მიმოხილვას.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

4 – Warrior

გამოშვების წელი: 2011

მსახიობები: ტომ ჰარდი, ჯოელ ედგერტონი, ნიკ ნოლტი

სპორტი: საბრძოლო ხელოვნება

ამერიკული დრამა მოგვითხრობს ორი ძმის შესახებ, რომლებსაც სხვადასხვა პრობლემების გამო ერთი და იმავე საბრძოლო ტურნირზე უწევთ გასვლა. ყოფილი ალკოჰოლიკის შვილი ტომი, სახლში 14 წლიანი არ ყოფნის შემდეგ ბრუნდება და მამას სთხოვს მისი მწვრთნელი გახდეს.
მისი უფროსი ძმა, რომელსაც ფინანსური პრობლემები ექმნება, ასევე გადაწყვეტს საბრძოლო ტურნირში “სპარტა” მონაწილეობა მიიღოს.
ფილმში შესანიშნავადაა ნაჩვენები როგორც ოჯახური დრამა, ისე ვარჯიშის, ბრძოლისა და საბრძოლო სპორტის სიმძიმეები. სურათმა ოსკარის ერთი ნომინაცია დაიმსახურა და დღემდე საბრძოლო ხელოვნების მოყვარულთა ერთ-ერთ საყვარელ ფილმად რჩება.

3 – Rush

გამოშვების წელი: 2013

მსახიობები: კრის ჰემსვორთი, დანიელ ბრიული, ნატალი დორმერი

სპორტი: ფორმულა 1

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ფილმი ორი ლეგენდარული მრბოლელის, ნიკი ლაუდასა და ჯეიმს ჰანტის ეპოქალურ დაპირისპირებაზე მოგვითხრობს. ავსტრიელი და ბრიტანელი სპორტსმენების პაექრობა შეგვიძლია შევადაროთ მესისა და რონალდუს ეპოქას: ორი რადიკალურად განსხვავებული ვარსკვლავი მსოფლიოს საუკეთესო მრბოლელის ტიტულისთვის იბრძვის. განსხვავებულია როგორც მათი სპორტული სტილი, ისევე ცხოვრებისეული შეხედულებები.
ფილმი მაღალი კინემატოგრაფიული ღირებულებების გარდა, მორალური დილემების განხილვითაც გამორჩეულია. რა უფრო მნიშვნელოვანია? სპორტული დიდება თუ ადამიანის სიცოცხლე? რა ფასი აქვს გამარჯვებას?
ფილმმა კრიტიკოსების მოწონება და ოქროს გლობუსის 2 ნომინაცია დაიმსახურა.

2 – Remember titans

გამოშვების წელი: 2000

მსახიობები: დენზელ ვაშინგტონი, რაიან გოსლინგი

სპორტი: ამერიკული ფეხბურთი

ვირჯინიის ერთ-ერთ სკოლაში, ამერიკული ფეხბურთის გუნდის თავკაცად ინიშნება აფრო-ამერიკული წარმოშობის მწვრთნელი ჰერმან ბუნი. მოთამაშეების უმეტესობა ახალ მწვრთნელს ბოიკოტს უცხადებს და ვარჯიშზე უარს ამბობს. დენზელ ვაშინგტონის პერსონაჟი რეალური ადამიანის ისტორიაზე მოგვითხრობს, რომელიც ცდილობდა შეეცვალა მაშინდელ სპორტულ სამყაროში გაბატონებული უთანასწორობა და ყველასთვის ეჩვენებინა, რომ სპორტში მთავარი არა კანის ფერი, არამედ თამაშის სიყვარულია.
ფილმმა დიდი წარმატება მოიპოვა და კინოგაქირავებებში 136 მილიონი, მაშინდელი სტანდარტებით საკმაოდ მსხვილი ბიუჯეტი მოაგროვა. “ტიტანების გახსენება” დღემდე ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სპორტულ დრამად ითვლება.

1 – Space jam

გამოშვების წელი: 1996
მსახიობები: მაიკლ ჯორდანი, ლარი ბერდი, დენი დევიტო, ბილ მიურეი.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

სპორტულ ფილმებზე საუბრისას, შეუძლებელია არ ვახსენოთ ამერიკული სპორტული ფილმების კლასიკა – Space Jam. ფილმის მთავარი გმირი და ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი, რომელიც ფილმში საკუთარ თავს თამაშობს, ლარი ბერდთან და ბილ მიურეისთან გოლფის მოედანზე გართობისას სრულიად სხვა, მულტიპლიკაციურ სამყაროში მოხვდება, სადაც ის მულტფილმების ცნობილ პერსონაჟებთან ერთად ბოროტ, მონსტრ კალათბურთელებს უნდა დაუპირისპირდეს.
ფილმმა საოცარ წარმატებას მიაღწია და მსოფლიოს კინოთეატრები დაიპყრო.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლისთვის დაგეგმილია ფილმის მეორე ნაწილის გამოსვლა, სადაც ჯორდანის ნაცვლად შევხვდებით ლებრონ ჯეიმსს, კრის პოლს და სხვა ვარსკვლავებს. ასე რომ, სახლში ყოფნის პერიოდი საუკეთესო დროა, მომავალ წელს ლეგენდარული ფილმის პრიქველის ყურებამდე კარგად დავიწყებული ძველი სურათიც გადავიმეოროთ.

ბონუსი : ფეოლა, პირველი მერცხალი

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ისეთი ქართული შედევრებიც, როგორებიცაა “ფეოლა” და “პირველი მერცხალი.” მათი ყურება ყოველთვის სასიამოვნოა და კარგად სიცილითვის კარანტინის პირობები აუცილებელი სულაც არაა.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply