ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფი ოთხი საკმაოდ შთამბეჭდავი დაპირისპირებით დაიწყო. ატალანტამ და ლაიპციგმა ვალენსიასა და ტოტენჰემის შემადგენლობაში არსებული დანაკლისები იდეალურად გამოიყენეს, ერლინგ ჰალანდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რამხელა ნიჭის პატრონია, სიმეონემ კი კლოპს პატარა მასტერკლასი ჩაუტარა და კარშიც არ დაარტყმევინა. გთავაზობთ 5 გამორჩეულ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების პირველი ტურიდან.

შექმენი შენი კოეფიციენტი და აარჩიე სასურველი მოწინააღმდეგე adjarabet.com-ზე

5.რენან ლოდი

რენან ლოდი ალბათ ამ ტურში საუკეთესო მცველი იყო, მაგრამ კარგად მხოლოდ დაცვაში არ უთამაშია. ლოდის იდეალური ბალანსი ჰქონდა დაჭერილი შეტევასა და დაცვას შორის, მან რამდენიმე სახიფათო ჩაწოდებაც განახორციელა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი ბურთები ამოიტანა საჯარიმოდან.

მეორე ტაიმში მისმა შეტევაში ჩართვამ რამდენჯერმე გულშემატკივრებისგან აპლოდისმენტიც დაიმსახურა. ლოდის ანგარიშზე 6 ზუსტი ვარდნა, 2 ჩაჭრა და 2 ართმევა იყო. Whoscored-ზე კი მან 7.87 შეფასება დაიმსახურა

4.ჰანს ჰატებური

ჰანს ჰატებურმა დასუსტებულ ვალენსიას დუბლი შეუსრულა და ატალანტას დამაჯერებელ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

26 წლის ვინგერი გამორჩეულად კარგი იყო შეტევების ორგანიზებაშიც, მის მიერ გაკეთებული 39 პასიდან 34 ზუსტი იყო, ჰანსმა ასევე 3 საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, 1 ზუსტი ვარდნა გააკეთა და, რაც მთავარია, მეტოქის შეტევა 5-ჯერ ჩაჭრა, მეტჯერ ვიდრე ნებისმიერმა სხვა ფეხბურთელმა მოედანზე.

შექმენი შენი კოეფიციენტი და აარჩიე სასურველი მოწინააღმდეგე adjarabet.com-ზე

3.საულ ნიგესი

ახალგაზრდა საულ ნიგესი ატლეტიკოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მნიშვნელოვან თამაშებში გოლების გატანას უკვე დიდი ხანია ყველანი მიგვაჩვია – გამონაკლისი არც ლივერპულის წინააღმდეგ მატჩი არ ყოფილა, საულმა მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ნიგესმა ასევე მეტი წარმატებული დრიბლინგი (4) განახორციელა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ფეხბურთელმა მოედანზე, ყველაზე მეტი საჰაერო ორთაბრძოლა (3) მოიგო ნახევარმცველებს შორის და ასევე ყველაზე მეტი ჩაჭრა (3) განახორციელა მოედანზე მყოფი ნახევარმცველებიდან. მატჩის წინ მან განაცხადა, რომ იცოდა ლივერპულთან როგორ უნდა ეთამაშა, მოედანზე კი ეს ყველაფერი დაამტკიცა.

2.იოსიპ ილიჩიჩი

ილიჩიჩმა ვალენსიას წინააღმდეგ ნამდვილი მასტერკლასი ჩაატარა. გოლი მან საჯარიმოს ხაზიდან შესრულებული ძლიერი დარტყმით ცხრიანში გაიტანა, მატჩის შემდეგ კი ამაყად განაცხადა, რომ “ატალანტას ასეთი თამაში სიურპრიზი აღარავისთვის უნდა იყოს”

შექმენი შენი კოეფიციენტი და აარჩიე სასურველი მოწინააღმდეგე adjarabet.com-ზე

ილიჩიჩის 50 პასიდან მერვედფინალურ შეხვედრაში 47 ზუსტი იყო, რითიც სერბს მოედანზე საუკეთესო, 94%-ანი პასების სიზუსტე ჰქონდა. ამასთან ერთად, ილიჩიჩმა ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი (5) განახორციელა და ბურთს საკუთარი გუნდიდან ყველაზე მეტჯერ (79) შეეხო.

1.ერლინგ ჰალანდი

ამ ტურში ბევრი შესანიშნავი პერფორმანსი ვიხილეთ არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელის მიერ. შესანიშნავი გუნდური მატჩები აჩვენეს ლაიპციგმა და ატლეტიკომ, ატალანტამ ვალენსია მარტივ მამრავლებად დაშალა, მაგრამ ალბათ ნაკლებად საკამათოა ის ფაქტი, რომ ტურის მთავარი ვარსკვლავი ერლინგ ბრაუტ ჰალანდი გახლდათ.

ჰალანდი მინდორზე მბაპესა და ნეიმარის წინააღმდეგ გამოვიდა და დამარცხების შემთხვევაში 19 წლის თავდამსხმელს არავინ გააკრიტიკებდა, მის წინააღმდეგ მსოფლიოში საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ისევე, როგორც ამ ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ტიაგო სილვა და ჩემპიონთა ლიგის 3 გზის გამარჯვებული კეილორ ნავასი იდგნენ, მაგრამ ჰალანდმა პსჟ პირწმინდად დაჩაგრა და დღეს ყველა მხოლოდ მასზე საუბრობს

ჰალანდის პირველ გოლზე პსჟ-მ რეაგირება უმალვე მოახდინა და რამდენიმე წუთში მბაპეს პასით ნეიმარმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ აქედან ზუსტად 2 წუთში, ერლინგმა ისეთი ძლიერი გოლი გაიტანა რომ კინაღამ კარის ბადე გაარღვია, დორტმუნდი კი პარიზში ნორვეგიელი თინეიჯერის დამსახურებით უპირატესობით ჩავა.

შექმენი შენი კოეფიციენტი და აარჩიე სასურველი მოწინააღმდეგე adjarabet.com-ზე

ბირჟა

 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply