მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო ბევრი ჩემპიონატი დროებით შეჩერებულია. სერია ა-ს მატჩები მინიმუმ აპრილამდე გადაიდო, ლონდონის არსენალიs მთლიანი გუნდი კარანტინშია მოთავსებული. მატჩები გადადებულია ლა ლიგა-შც, გაურკვეველი ვადით შეწყდა თამაშები NBA-ში.

თუმცა მიმდინარე შაბათ-კვირას მაინც უამრავი საინტერესო მატჩია, ამიტომ გთავაზობთ ყველაზე ცხელ თამაშებს, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ!


1 ტოტენჰემი – მანჩესტერ იუნაიტედი

ჟოზეს პრემიერლიგაში დაბრუნება თუნდაც იმიტომ იყო გამორჩეული, რომ “განსაკუთრებული” პორტუგალიელი ნებისმიერ მატჩს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის – იქნება ეს დადებით, თუ უარყოფით კონტექსტში. ჟოზეს მატჩებს ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესი ახლავს და ეს აჟიოტაჟი მინდვრის გარეთ, ჯერ კიდევ პრესკონფერენციებიდან იწყება.
მით უფრო საინტერესოა ჟოზეს დაპირისპირება ყოფილ გუნდებთან: კვირას მოურინიო მანჩესტერ იუნაიტედს მიიღებს. პორტუგალიელს ყოფილ გუნდთან, რომელსაც მაინცდამაინც კარგად ვერ დაშორდა, რევანი აქვს ასაღები. წინა შეხვედრაში ჟოზე სულშერთან 2-1 დამარცხდა და ტოტენჰემი საშინლად უსუსურად გამოიყურებოდა.
ოთხშაბათს ტოტენჰემი ლიგას სამარცხვინოდ გამოეთიშა და ჟოზეს მაყურებლების თვალში რეაბილიტაცია ესაჭიროება.
თავის მხრივ დიდი მოტივაციით ხვდება მატჩს მანჩესტერ იუნატედიც. წითელმა ეშმაკებმა, როგორც იქნა, მოახეხეს საკუთარი თამაშის პოვნა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მეოთხეადგილოსან ჩელსის ებრძვიან. სხვაობა სულ რაღაც 3 ქულაა და იუნაიტედისთვის ყოველ ქულას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

2 რურის დერბი

სამწუხაროდ, კორონა ვირუსის გამო შაბათის თამაში მაყურებლების გარეშე გაიმართება.
თუმცა, დორტმუნდი – შალკე ბუნდესლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დერბია და გუნდების მხრიდან მაინც შეუღავათო ბრძოლას უნდა ველოდოთ – თუნდაც დაცარიელებულ ვესტფალიენშტადიონზე.

დერბი ბუნდესლიგის ცენტრალური მატჩია: ორივე გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძვის.
დორტმუნდი ჩემპიონატის ლიდერს, მიუნხენის ბაიერნს 4 ქულით ჩამორჩება და ნებისმიერი დაკარგული ქულა მათ საჩემპიონო შანსებს ამცირებს.
შალკე კი ევროპა ლიგის ზონას უმიზნებს და უახლოეს მდევრებს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

როგორც სატურნირო, ისე გუნდების ურთიერთშეხვედრებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თამაში ნამდვილად დაძაბული გამოვა: უკანასკნელი 8 შეხვედრიდან 5 მატჩი ფრედ დასრულდა, 2 გამარჯვება შალკეს დარჩა, დორტმუნდელებმა კი სულ რაღაც 1 შეხვედრის მოგება მოახერხეს.

3 “ოლდ ფირმი”
რეინჯერსი სელტიკის დაპირისპირებაზე საუბრისას სიტყვები ზედმეტია. ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული დერბი ნებისმიერ დროს განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

გუნდებს ერთმანეთში 420 მატჩი აქვთ გამართული, აქედან 162 გამარჯვება რეინჯერსის ანგარიშზეა, სელტიკს კი 159 მოგება. 99 მატჩი ფრედ დასრულდა.

სატურნირო ცხრილში ყველაფერი გარკვეულია: სელტიკი უახლოეს მდევარს (რეინჯერსს) 13 ქულით უსწრებს და ფაქტობრივად ჩემპიონია. რეინჯერსი მე2 ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც განაღდებული აქვს.
ამიტომ კვირას მხოლოდ სანახაობა და ბრძოლა უნდა ვიხილოთ. მოსისხლე მტრებს პასუხი მხოლოდ ერთ, მარადიულ შეკითხვაზე დარჩათ გასაცემი: სელტიკი თუ რეინჯერსი?

Image result for everton liverpool

4 მერსესაიდული დერბი

შაბათ-კვირის თამაშების შემდეგ, პრემიერლიგის 30-ე ტურის ცენტრალური მატჩი ორშაბათს ღამე, თბილისის დროით 23:59 წუთზე გაიმართება.
ევერტონი საკუთარ კედლებში მოსისხლე მტერს, ლივერპულს მიიღებს.
მერსესაიდულ დერბიში სატურნირო მდგომარეობას დიდი მნიშვნელობა არც არასოდეს ჰქონია: დაპირისპირება ინგლისის ერთ-ერთი მთავარი დერბია. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში უშეღავათო ბრძოლას ვიხილავთ.

ლივერპულისთვის სეზონი ფაქტობრივად მორჩენილია: ჩემპიონობა უკვე გადაწყვეტილია, ლიგის პლეიოფებს კი კლოპის შეგირდები ატლეტიკოსთან დაემშვიდობნენ. მომავალ ჩემპიონებს მხოლოდ ისღა დარჩენიათ, რომ ფანების თვალში რეაბილიტაცია მოახდინონ და პრემიერლიგაში რაც შეიძლება მეტი დარჩენილი რეკორდი მოხსნან.

ევერტონი კი ცხრილის შუაში იკავებს პოზიციას. გუნდს არც გავარდნის საფრთხე ემუქრება და არც ევროზონაში მოხვედრის შანსი აქვს. მაგრამ კარლო ანჩელოტის შეგირდებს წინა ტურში ჩელსისთან სამარცხვინო, 4 გოლიანი განადგურების შემდეგ მაყურებლების თვალში რეაბილიტაცია სჭირდება.

ორივე გუნდი დაახლოებით ერთნაირ მდგომარეობაშია: მათ დასაკარგი არაფერი აქვთ, წინ კი დიდი დერბი და უბრალოდ ფეხბურთის თამაშია.

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply