სანამ პოკერის ტურნირის ან ფეხბურთის მატჩის დაწყებას ელოდებით,  შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ჩვენს ფავორიტ 10 ფილმს გემბლინგზე და კომენტარებში თქვენი ვარიანტებიც შემოგვთავაზოთ.

10. კაზინო როიალი – ჯეიმ ბონდი აგენტი 007 ხდება და მისი პირველი მისია კაზინო როიალს უკავშირდება. მონტენეგროს პოკერის ტურნირის შედეგებზე ფულზე ბევრად მეტია დამოკიდებული.   უყურეთ აჭარანეტზე.

9.  მევერიკი – ალბათ ყველასთვის კარგად ცნობილი და საყვარელი ვესტერნი, რომელშიც მელ გიბსონის პერსონაჟს პოკერის ტურნირისთვის ფულის შოვნა სხვადასხვა ხერხით უწევს. უყურეთ აჭარანეტზე
tumblr_nhmw8fcueb1t0t91ao2_1280

8. 21 –  თუ გინდათ ბლექ-ჯეკის თამაში კარგად ისწავლოთ, ჰოლვუდში კევინ სპეისიზე უკეთეს მასწავლებელს ვერ ნახავთ. საღამოს განტვირთვისთვის „21″ იდეალური ფილმია. უყურეთ აჭარანეტზე.

7.  ზაფრა და გულისრევა ლას ვეგასში  – ექსცენტრიული ტერი გილიამის ფსიქოდელიური ფილმი სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ. იმოგზაურეთ ლას ვეგასში ჯონი დეპთან და ბენისიო დელ ტოროსთან ერთად. უყურეთ აჭარანეტზე.

6.  მოთამაშე – 60იანი წლების შავ-თეთრი დრამა ლეგენდარული პოლ ნიუმენითა და ჯეკი გლისონით. თუ ბილიარდი გიყვართ, აუცილებლად ნახეთ ეს ფილმი. უყურეთ აჭარანეტზე.

5.  ქულერი – ფილმი ადამიანზე, რომელსაც თავისი გასაოცარი უიღბლობის გამო კაზინო “ქულერად” დაიქირავებს. მისი მოვალეობაა დიდი თანხით მოთამაშე ადამიანებთან დაჯდეს მაგიდაზე და თავისი უიღბლობით მოგებაში ხელი შეუშალოს. უყურეთ აჭარანეტზე.

4. საბედისწერო რვიანი – გენიალური რეჟისორის, პოლ ტომას ანდერსონის ფილმი საინტერესო პერსონაჟებითა და დიალოგებით გამოირჩევა. თანაც ფილმს ბონუსად ფილიპ სეიმურ ჰოფმანიც მოჰყვება. უყურეთ აჭარანეტზე.

3.  კაზინო – ამერიკული კინემატოგრაფიის კიდევ ერთი წარმატებული ტანდემი: მარტინ სკორსეზე და რობერტ დე ნირო. ფული, სიხარბე, ტყუილი, მკვლელობა და ძალაუფლება “კაზინოში” დიდი დოზითაა. უყურეთ აჭარანეტზე.

441_rounders

2.  შულერები  – დინამიური და ჩამთრევი სიუჟეტის გარდა, ფილმი ვარსკვლავური ქასთითაც გამოირჩევა. მეტ დეიმონი და ედვარდ ნორტონი ჯონ მალკოვიჩს უპირისპირდებიან 1998 წლის კრიმინალურ დრამაში. უყურეთ აჭარანეტზე.

1. აფიორა – ალბათ იშვიათია ადამიანი, ვისაც ეს ფილმი არ უნახავს, თუმცა საუკეთესო ფილმების ათეულში მაინც ვერ გამოვტოვებდით. პოლ ნიუმენისა და რობერტ რედფორდის დუეტი 1973 წლის საკულტო კრიმინალურ კომედიას დაუვიწყარს ხდის. უყურეთ აჭარანეტზე. უყურეთ აჭარანეტზე.

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply