26 დეკემბერს სპორტ ტოტოში რეკორდული თანხა გათამაშდა. მოთამაშემ ნიკით JEMIKO თხუთმეტიდან თხუთმეტივე შედეგი გამოიცნო და 74,000 ლარი მოიგო. სპორტ ტოტოს ფუნქცია აჭარაბეთზე უკვე წელიწადნახევარია არსებობს და ამ დროის განმავლობაში ჯეკპოტი უკვე მესამედ გათამაშდა, თუმცა ერთ ადამიანს ამხელა თანხა სპორტ ტოტოს საშუალებით ჯერ არ მოუგია. ჩვენი ახალი გამარჯვებული მცირე ინტერვიუსთვის და სამახსოვრო ფოტოს გადასაღებად, ტრადიციულად, ოფისში მოვიწვიეთ.

JEMIKO აჭარაბეთის ერთგული მომხმარებელი აღმოჩნდა – ტოტალიზატორში 2003 წლიდან თამაშობს და ფეხბურთის დიდი მოყვარულია, შესაბამისად ბილეთებსაც ძირითადად სწორედ ამ სპორტზე დებს.

აქამდე დიდი თანხა თუ მოგიგიათ?

ასეთი დიდი ნამდვილად არა, მაგრამ პატარ-პატარა მოგებები საკმაოდ ბევრი მაქვს.

სპორტ ტოტოს ხშირად თამაშობთ?

კი, თითქმის ყოველთვის. რატომაც არა, მაძლევს აჭარაბეთი საშუალებას და უფასო ბილეთის შედგენაზე უარს ხომ არ ვიტყვი?

ჩვენი ტოტალიზატორის ფუნქციებიდან რომელი მოგწონთ ყველაზე მეტად?

ტოტალიზატორის ფუნქციებიდან ყველაზე ხშირად Non Stop-ს ვიყენებ და ძალიან მომწონს. აი Cash Out ჯერჯერობით არ გამომიყენებია.

სპორტ ტოტოს ბილეთის შედგენისას პოზიციები თავად შეარჩიეთ თუ ჩვენი შემთხვევითი შერჩევის ფუნქცია გამოიყენეთ?

არა, თავად შევარჩიე. სულ 18 ბილეთი მედო.

ბოლო ორი თამაში თქვენს ბილეთში თურქეთის თამაშები იყო, რომლის შედეგების გამოცნობა არც ისე მარტივი იყო. თქვენ როგორ მოახერხეთ?

თურქეთის თამაშებში საკმაოდ კარგად ვერკვევი. ვადევნებ თვალს და  შესაბამისად, არ გამჭირვებია.

ითამაშეთ სპორტ ტოტო. 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply