ერთ წელზე ცოტა მეტი გავიდა, რაც აჭარაბეთმა თავის მოთამაშეებს პოკერის ახალი, საინტერესო ფორმატი შესთავაზა. სპინ პოკერი ინოვაციური, სამკაციანი დინამიური ტურნირია, ბაი-ინზე 1000-ჯერ მეტი თანხის მოგების შანსითა და პროგრესირებადი ჯეკპოტით. ჯეკპოტის თანხის ათვლა ყოველი გათამაშების შემდეგ 100,000 ლარიდან იწყება და ყოველდღიურად იზრდება. სპინ პოკერის საიტზე დამატებიდან დღემდე ჯეკპოტი უკვე ოცჯერ გათამაშდა. მეოცე ჯეკპოტი, 134,892 ლარი ტურნირის სამ მონაწილეზე განაწილდა. პირველ ადგილზე გასულ bro1-ს 67,446 ლარი ხვდა წილად, მეორეადგილოსან  joni05-ს – 40,468 ლარი, მესამეადგილოსან  guga1-ს კი – 26,978 ლარი.

ტურნირის გამარჯვებული bro1 შვედეთის მოქალაქე, თუმცა ეროვნებით ქართველი პოკერის მოთამაშე აღმოჩნდა. მეორე და მესამე ადგილზე გასული მოთამაშეები კი სტუმრად ოფისში გვეწვივნენ და ჩვენს კითხვებს უპასუხეს.

რამდენი ხანია რაც პოკერს თამაშობთ?

joni05: საკმაოდ დიდი ხანია. დაახლოებით ექვსი წელი მაინც იქნება. ქეშ გეიმსაც ვთამაშობ, თუმცა უფრო ხშირად ტურნირებს და სპინ პოკერს. ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად იმიტომ მომწონს, რომ სწრაფია და თან, სამკაციანი. სამ კაცში თამაში ბევრად უფრო მარტივია. რა თქმა უნდა, სპინ პოკერში ჯეკპოტიც ძალიან მომწონს.

guga1: ჯერჯერობით დამწყები ვარ. ეს ალბათ მეხუთე ან მეექვსე თამაში იყო ჩემთვის. მოკლედ, ტუზი დამეცა 😀 ვიცოდი რომ ახალი ფორმატი იყო აჭარაბეთზე და გადავწყვიტე, ბედი მეცადა. მანამდე ძირითადად ტოტალიზატორს ვთამაშობდი.

ჯეკპოტი რომ დაგეცათ, რა რეაქცია გქონდათ?

joni05: მართალი გითხრათ, საერთოდ არ მახსოვს. თვალები დამებინდა და გაოცებული შევყურებდი ეკრანს.

guga1: მესამეზე რომ გავედი და გმოვვარდი, საერთოდ მეგონა რომ წავაგე. თანხა 13,000 დავინახე და მეგონა მხოლოდ პირველი ადგილი იგებდა. თურმე 134 000 ლარი ყოფილა და ჩემს ანგარიშზე თანხა რომ დავინახე, მაშინღა მივხვდი, რა მოხდა. ძალიან გამიხარდა. ზაფხულია და სადმე სამოგზაუროდ წავალ ამ ფულით.

სპინ პოკერის ჯეკპოტის ათვლა 100,000 ლარიდან ისევ დაიწყო. ითამაშეთ აჭარაბეთზე და შემდეგი ჯეკპოტის მფლობელი შეიძლება თქვენ გახდეთ.

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply