2017 წელი აჭარაბეთის მომხმარებლებისთვის იღბლიანად დაიწყო. ამ მოკლე დროში გათამაშდა Spin and Win-ის ხუთი საგზური და სპინ პოკერის ჯეკპოტიც. პირველ და ორ იანვარს გათამაშებული საგზურების შემდეგ Spin and Win-ში კიდევ სამი საგზური იყო დარჩენილი და ბოლო დღეებში მათაც გამოუჩნდა იღბლიანი მფლობელი.

გამარჯვებულები ჩვეულებისამებრ გვესტუმრნენ ოფისში და ჩვენს კითხვებსაც უპასუხეს. ap_7 უკვე 7 წელზე მეტია აჭარაბეთის ერთგული მომხმარებელია და ყველაზე ხშირად სწორედ ტოტალიზატორში თამაშობს. საოცნებო მატჩის საგზური მეორე კატეგორიის ბორბლის დატრიალებისას მოიგო და თავდაპირველად თვალებსაც არ დაუჯერა. როგორც ap_7-მა გვითხრა, ფეხბურთს 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოყოლებული უყურებს და მისი საყვარელი გუნდი თავიდანვე მილანი იყო. სწორედ ამიტომ გასამგზავრებლადაც მილანის და ინტერის დერბი აირჩია.

საოცნებო მატჩის საგზურის ბოლო მფლობელი ro700ma გახდა. აჭარაბეთის ერთგული მომხმარებელი ფეხბურთს ბავშვობიდან უყურებს და ყოველთვის მადრიდის რეალს გულშემატკივრობდა.

რატომ მადრიდის რეალი? 

ფეხბურთის ყურება ბავშვობაში დავიწყე. სწორედ მაშინ რეალი ვარსკვლავებით სავსე გუნდი იყო. რაული, დევიდ ბექჰემი, ფიგუ – ყველა რეალში თამაშობდა. როგორ შეიძლებოდა ეს გუნდი არ შეგყვარებოდა?!

ახლა რომელი ფეხბურთელი მოგწონთ ყველაზე მეტად?

ალბათ უმრავლესობა რონალდუს უპასუხებდა, მაგრამ ჩემი ფავორიტი მაინც სერხიო რამოსია.

გასამგზავრებლად რომელი თამაში შეარჩიეთ?

იცით, საფეხბურთო მატჩზე გამგზავრება ადრეც მოვიგე სხვა გათამაშებაში და მაშინ სწორედ რეალის თამაშზე წავედი. სანტიაგო ბერნაბეუ ლაივში კიდევ უფრო ლამაზი აღმოჩნდა. საოცარი შეგრძნება იყო იქ მატჩის ყურება. მადრიდის რეალის და მანჩესტერ სიტის თამაში ვნახე. დიდი სიამოვნებით გამოვცდიდი ამას მეორედ, ასე რომ კვლავ რეალის თამაში ავარჩიე. ძალიან მინდა ელ კლასიკოს დავესწრო.

Spin and Win ფუნქცია როგორ მოგწონთ?

მშვენიერი ფუნქციაა. ბილეთს რომ წააგებ, იქ რაღაცას მაინც იგებ. თავიდან დიდად არ ვწყალობდი, მერე ვიღაცამ მითხრა საგზურები თამაშდებაო. ამის მერე დავინტერესდი, იქნებ გამიმართლოს მეთქი და მართლაც ასე მოხდა. გამიხარდა, თუმცა მოულოდნელობაც არ ყოფილა. იღბლიანი ვარ და მოგებასაც მივეჩვიე.

Spin and Win-ის ბოლო საგზური გათამაშდა თუ არა, აჭარაბეთმა ბორბალი განაახლა და მოთამაშეებს ახლა უკვე შანსი აქვთ ჩემპიონთა ლიგის ფინალის 2 კაციანი საგზური მოიგონ. დადეთ ფსონი აჭარაბეთზე, მოიგეთ თანხა ან წაგების შემთხვევაში დაატრიალეთ Spin and Win-ის ბორბალი და გაემგზავრეთ კარდიფში ლიგის ფინალზე.

 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply