სულ ცოტა ხნის წინ აჭარაბეთის Spin and Win ფუნქცია განახლდა და  მომგებიან ბორბალს სხვა პრიზებთან და მაღაზიასთან ერთად საოცნებო მატჩის საგზურიც დაემატა. 2017 წელი ჩვენი მომხმარებლებისთვის იღბლიანად დაიწყო და სხვადასხვა კატეგორიის ბორბალში პირველ და ორ იანვარს ორი საგზური გათამაშდა. პრიზის მფლობელები ჩვენი ერთგული მოთამაშეები, Sha707 და merab.mamulashvili გახდნენ.

აჭარაბეთის ოფისში სტუმრად მოსულ გამარჯვებულებს გავესაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ ორივე მათგანს ფეხბურთი ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამოს” გამარჯვებამ შეაყვარა და თან, ბავშვობაში ორივე თამაშობდა ფეხბურთს.

ჩვენი ორი გამარჯვებულიდან ერთი ბარსელონას გულშემატკივრობს, მეორე კი მადრიდის რეალს. თუმცა თუ Sha707-მა ბარსელონას მატჩზე წასვლა არჩია, merab.mamulashvili-მ გადაწყვიტა ლონდონის ჩელსის თამაშს დაესწროს. მისი არჩევანით გაკვირვებულებს აგვიხსნა, რომ ბავშვობიდან უნდოდა ჩელსის სტადიონის, „სტემფორდ ბრიჯის” ნახვა, და მხოლოდ ამ მიზეზის გამო აირჩია ლონდონში გამგზავრება.

ტოტალიზატორის თითქმის ყველა მოყვარულს ჰყავს გუნდი, რომელიც ყველაზე ხშირად „უფუჭებთ” დადებულ ბილეთს. ჩვენს გამარჯვებულებს ვკითხეთ, მათ თუ ჰყავდათ ასეთი გუნდები.

merab.mamulashvili: რა თქმა უნდა. ჩემთვის ასეთი გუნდი ლივერპულია. არ ვიცი რატომ, მაგრამ რამდენჯერაც მათ მოგებაზე ვდებ, იმდენჯერ აგებენ. როცა გადავწყვეტ, რომ აღარ დავდო, მაშინვე იგებენ. ან მათ მოაქვთ ჩემთვის უიღბლობა, ან მე – იმათთვის.

Sha707: ბარსელონაზე დადება მიყვარს. ჩემი საყვარელი გუნდია არა მარტო თამაშით, არამედ ტოტალიზატორის კუთხითაც. ყოველთვის მიმართლებს როცა მათზე ვდებ. აი სამაგიეროდ მილანის შედეგებს თითქმის ვერასდროს ვიცნობ და ბილეთს სულ მიფუჭებენ.

როდესაც Spin and Win-ის ბორბალზე მოგებული პრიზი დაინახეთ, რა რეაქცია გქონდათ?

merab.mamulashvili: თვალებს არ დავუჯერე. აქამდე ძირითადად ქულებს ვიგებდი და ასეთ პრიზს ნამდვილად არ ველოდი. მაშინვე ჩემს შვილს დავუძახე, რომ იმასაც შეეხედა და ეთქვა არ გესიზმრებაო.

Sha.707: ძალიან გამიხარდა და მაშინვე მეგობრებს და ახლობლებს დავურეკე. მინდოდა ყველასთვის გამეზიარებინა ეს ამბავი.

ნუ დაკარგავთ დროს და სანამ ჩვენი გამარჯვებულები ოცნების მატჩებზე გასამგზავრებლად ემზადებიან, დადეთ ბილეთი ჩვენს ტოტალიზატორში და ყველა წარუმატებელ ბილეთზე დაატრიალეთ Spin and Win-ის ბორბალი. შეიძლება შემდეგი საგზურის მფლობელი თქვენ გახდეთ,  ან თუნდაც ქულები დააგროვოთ და ჩვენი Spin and Win-ის მაღაზიაში სხვადასხვა პრიზები შეიძინოთ, მათ შორის iPhone 7.

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply