როგორც უკვე იცით, კალათბურთის სამოყვარულო ლიგის ტურნირის ოფიციალური სპონსორი აჭარაბეთია.

19-20 ოქტომბერს კალათბურთის სამოყვარულო ლიგის მეშვიდე სეზონი დაიწყო. ლიგის A დივიზიონის პირველი ტური საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა აჭარაბეთის საკალათბურთო კლუბისთვის, რომელმაც მოწინავე სატურნირო მდგომარეობით დახურა პირველი ტური.

ასევე საუკეთესო სათამაშო ფორმაშია კლუბი “მაუდი”, სადაც თავი მოიყარეს გასულ წლებში მონაწილე “თელიანი ველის” რამდენიმე გამოცდილმა მოთამაშემ. წელს პირველად მონაწილეობს ს.კ რაჭა, რომელმაც ღირსეული მეტოქეობა გაუწია ჩემპიონატში მონაწილეებს და პირველ სამეულშიც დაიმკვიდრა ადგილი.
B დივიზიონის პირველი ტური კვლავ მიმდინარეობს, აქ “ს.კ ავერსი”,“ლიტვური საცხობი” და “მობურთალი” ლიდერობენ, თუმცა დაძაბული და საინტერესო მატჩები გველის პირველი ტურის დასრულებამდე და სატურნირო მდგომარეობაც შესაძლოა შეიცვალოს.

ფოტომასალა: სამოყვარულო

სამოყვარულო

სამოყვარულოსამოყვარულო

 

 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply