2 ივნისს, ოლიმპიურ სასახლეში სამოყვარულო ლიგის 2018-2019 წ.წ სეზონის ფინალური შეხვედრა გაიმართა!

ჯეუ გრუპსა და აიბიჯის შორის გამართულ ფინალურ მატჩში, აიბიჯიმ 84-74 დაამარცხა მონიწააღმდეგე და გამოცდილი ზაზა ღონღაძის გუნდმა ჩემპიონობის ტიტული მოიპოვა.

ორივე გუნდიდან გამოირჩეოდნენ მოთამაშეები, საუკეთესო კი აიბიჯის წევრი – ვასილ ბერუაშვილი იყო, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა აიბიჯის გამარჯვებაში და სრულიად დამსახურებულად საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც მოიპოვა (MVP) ორივე გუნდი რამოდენიმე წელია ლიგაში მონაწილეობენ, მაგრამ პირველად მოხვდნენ ფინალურ ეტაპზე ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე აიბიჯის წევრი – დავით ღლონტი გახლდათ, რომელიც სამჯერ არის სამოყვარულო ლიგის ჩემპიონი თუ არ ჩავთვლით მის წარსულ საკალათბურთო დამსახურებებს.

ორჯერ კლუბ “მგზავრებთან” ერთად ერთხელ კი ზემოთ ხსენებულ აიბიჯისთან. მატჩს დაესწრო ორჯერ ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი და საქართველოს ნაკრების ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე ზაზა ფაჩულია და ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი მიხეილ ბერიშვილი, რომლებმაც დააჯილდოვეს გამარჯვებულები.

ჩვენ ჩვენის მხრივ სეზონის საუკეთესო მოთამაშეებს აჭარაბეთის სახელით სპეციალური ფულადი ჯილდოები გადავეცით.

 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply