როგორც უკვე იცით, კალათბურთის სამოყვარულო ლიგის ტურნირის ოფიციალური სპონსორი აჭარაბეთია.

19-20 ოქტომბერს კი კალათბურთის სამოყვარულო ლიგის მეშვიდე სეზონი იწყება . გასული წლების მსგავსად, ახალი სეზონი ორ დივიზიონად ჩატარდება, რაც თანაბარ პირობებში საინტერესო და სანახაობრივი ასპარეზობის გარანტი გახდა.

საერთო ჯამში მონაწილეობს 15 გუნდი, მათ შორის არიან ახალი კლუბები: თბს, სოკარი, ლიტვური საცხობი, ჯეობოტანიკი და სხვები. ჩემპიონატის რეგულარულ სეზონს – ზაზა ფაჩულიას განახლებული დარბაზი უმასპინძლებს.

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply