ჩემპიონთა ლიგის სეზონი გრძელდება.
C ჯგუფში მიმდინარე ჩემპიონატის ყველაზე დაძაბული თამაშებით გამოირჩევა. 28 ნოემბერს ერთმანეთს განმეორებით მატჩში პსჟ და ლივერპული შეხვდებიან. გთავაზობთ ამ ორი გუნდის საერთო თერთმეტეულს:

ალისონი
ბრაზილიელი გოლკიპერი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. ლივერპულის სასტარტო შემადგენლობის მეკარეს მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის ეგიდით მხოლოდ 5 გოლი აქვს გაშვებული. დიდწილად ლივერპულის მშრალ მატჩებში და წარმატებულ თამაშში ალისონსაც მიუძღვის დიდი წვლილი.

მუნიე
პსჟ-ს განაპირა მცველი განეკუთვნება ისეთი ტიპის ფულბექებს, რომლებსაც შეუძლიათ როგორც შეტევაში, ისევე დაცვაში თამაში. მუნიე პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრდა და ხშირად ამწვავებს ხოლმე თავისი გუნდის შეტევებს მარჯვენა ფლანგიდან.

ტიაგო სილვა
პსჟ-ს ბრაზილიელი კაპიტანი წლებია გუნდის შეუცვლელი წევრია. მთავარი პლუსი, რომელიც ტიაგო სილვას გააჩნია, არის სტაბილური თამაში, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად, ტიაგო სილვამ სტაბილურ თამაშს მოუკლო. ამ სეზონში ტიაგო სილვა კარგ ფორმაში იმყოფება, რაც პსჟ-ს შედეგებზეც ასახულია.

ვან დეიკი
ლივერპულის ჰოლანდიელი დამცველი მსოფლიოს საუკეთესო მცველებს შორის იმკვიდრებს ადგილს. ვან დეიკმა საოცარი თამაშები ჩაატარა როგორც ლივერპულის, ისევე ჰოლანდიის ნაკრების მაისურით. ვირჯილის მთავარი პლუსი პოზიციური თამაში და მეორე სართულზე ორთაბრძოლების მოგებაა.

რობერტსონი
იურგენ კლოპის გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა მიმდინარე სეზონში სწორედ რობერტსონია. ის სტაბილურ თამაშს აჩვენებს როგორც პრემიერ ლიგაში, ისევე ჩემპიონთა ლიგაზე. რობერტსონი პროდუქტიულია თავისი გუნდის როგორც დაცვის, ისევე შემტევ ხაზში და ხშირად ქმნის სახიფათო მომენტებს.

ვეინალდუმი
ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ბოლო რამდენიმე ხნის განმავლობაში სერიოზულ პროგრესს მიაღწია და განავითარა საკუთარი თამაშის ხარისხი. ვეინალდუმი ტექნიკური, სწრაფი და მოქნილი მოთამაშეა, რაც მის პოტენციალს კიდევ უფრო ზრდის. ბოლო თამაშებში ვეინალდუმი საკვანძო გადაცემებით გამოირჩევა, რაც ლივერპულის შემტევებს გოლების გატანის შესაძლებლობას აძლევს.

ვერატი
პსჟ-ს იტალიელი საყრდენი ნახევარმცველი რეგულარული ტრავმების გამო ვერ ახერხებდა სოლიდური თამაშის ჩვენებას, თუმცა მას შემდეგ, რაც მარკომ ტრავმა მოიშუშა, მაღალ დონეზე თამაში დაიწყო. ვერატი ძალიან კარგ შლის საკუთარი გუნდის შეტევებს და ერთი გადაცემით შეუძლია ნეიმარს ან მბაპეს რეალური სახიფათო მომენტი შეუქმნას.

მილნერი
ჯეიმს მილნერი ძალიან სტაბილური მოთამაშეა. გასულ სეზონში ინგლისელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანიგ ადაცემების რაოდენობით რეკორდი დაამყარა. ჯეიმსი იურგენ კლპის ნახევარდაცვის ხაზში მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს. ის მუდვიად აქტიურია მოქნილ პრესინგში, რაც კლოპის ფორმაციის გუნდში უმნიშვსნელოვანესი ფაქტორია.

ნეიმარი
ბრაზილიელი ფეხბურთელი პსჟ-ს ვარსკვლავური ტრიოს ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ნეიმარი პსჟ-ს შემტევ ხაზში მრავალფეროვანი შეტევების წამოწყებით გამოირჩევა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ნეიმარმა 3 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ხშირად ნეიმარი შეტევაში თავისი აქტიურობით თავისუფალ ზონებს უტოვებს კავანის და მბაპეს, რაც საბოლოო ჯამში გუნდისთვის მომგებიანია.

მბაპე
კილიან მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სტაბილური ფორმა შეინარჩუნა და პსჟ-ს შემტევი ხაზის ერთ-ერთ თავარ ლიდერად ჩამოყალიბდა. ბრწყინვალე დრიბლინგი, კარგი დარტყმა და სწორი პოზიციური თამაში არის ის მთავარი პლუსები, რაც კილიან მბაპეს აქვს. მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე 26 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ფირმინო
ლივერპულის ბრაზილიელი თავდამსხმელი იურგენ კლოპის ფორმაციის გუნდის განუყოფელი ნაწილია. ფირმინო ძალიან პროდუქტიულია პრესინგში, ის თითქმის ყოველ თამაშში ბრწყინვალედ ახერხებს დაცვის დახმარებას და ამასთან ერთად შეტევების წამოწყებაშიც ძლიერია. ფირმინოს კარგ თამაშზე დიდწილადაა დამოკიდებული ლივერპულის სხვა შემტევების – მანეს და სალაჰის წარმატებული თამაში. პსჟ - ლივერპული საერთო თერთმეტეული

უყურე ჩემპიონთა ლიგის თამაშებს და დადე ფსონი აჭარაბეთზე.

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply