როცა ტურნირს ისე იგებ, რომ მისი საკვალიფიკაციო ეტაპიც ვერ გაიარე, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ უნიკალურ რამეს მიაღწიე. ზუსტად ამის გაკეთება შეძლო დანიამ, როცა 1992 წლის ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატის ფინალში გერმანია 2:0 დაამარცხეს. მათ საკვალიფიკაციო ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, ჯგუფურ ეტაპზე ტურნირიდან ინგლისი და საფრანგეთი გამოთიშეს, ნახევარფინალში კი ჰოლანდიის დამარცხება მოახერხეს.

საფრანგეთის წინააღმდეგ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის წინ, დანიელები, თითქმის შეგუებულები იყვნენ, რომ ჯგუფიდან ვერ გავიდოდნენ. საფრანგეთის ნაკრები ევროპაში ერთ-ერთი სუაკეთესო იყო, მდიდარი საფეხბურთო კულტურითა და ეფექტური სათამაშო სტილით, ისევე, როგორც ლორან ბლანის, ერიკ კანტონას, ემანუელ პეტის, ჟან-პიერ პაპენის და დიდიე დეშამის დონის ფეხბურთელებით.

დანიის ნაკრებს საკუთარი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელიც კი აკლდა, მიკაელ ლაუდრუპმა ზაფხულზე სახლში დასვენება გადაწყვიტა და გუნდს ტურნირზე არ გაჰყვა. ყველაფრისდა მიუხედავად, დანიელებმა საფრანგეთი 2:1 დაამარცხეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

ნახევარფინალის ძირითად დროში ჰენრიკ ლარსენის დუბლზე ჰოლანდიელებმა რაიკაარდის და ბერგკამპის გოლებით უპასუხეს, შემდგომ კი დანიის ნაკრებმა სამახსოვრო პენალტების სერიაში იმარჯვა, როცა პიტერ შმეიხელმა მარკო ვან ბასტენის პენალტი მოიგერია და მატჩის ბედი გადაწყვიტა.

ფინალი დანიის და გერმანიის ნაკრებებს შორის შედგა. გოთენბურგში ჩატარებული გმირული მატჩის შემდეგ დანიის ნაკრები მაინც აუტსაიდერად ითვლებოდა, რადგან გერმანიის ნაკრები საფეხბურთო სამეფო ოჯახის წევრად იყო. დანიელებმა კი ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მხოლოდ იმიტომ მოიპოვეს, რომ იუგოსლავიაში მიმდინარე ომის გამო, მათმა გუნდმა ტურნირზე გამოსვლა ვერ მოახერხა.

დანიელებს ყველა „იუგოსლავიის ჩამნაცვლებლად“ უყურებდა, რამაც, საბოლოოდ, მათ საკმაოდ დიდი უპირატესობა მიანიჭა და დამატებითი მოტივაციაც მისცა. ყველა ელოდა, რომ იუგოსლავიის ნაკრები, რომელშიც 1987 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდის ბევრი ფეხბურთელი თამაშობდა, ევრო 92ზე ერთ-ერთი ლიდერი იქნებოდა. თუმცა, ეს როლი დანიელებმა მოირგეს.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ამ ყველაფრის გარეშეც, დანიის ჩემპიონობა ერთ-ერთი საუკეთესო აუტსაიდერის ტრიუმფის ისტორიაა საერთაშორისო ფეხბურთის ისტორიაში. დანიელები დღესაც სიამაყით და სიხარულით იხსენებენ 92 წლის ტურნირს.

ბევრის აზრით, ეს უფრო დიდი ტრიუმფი იყო, ვიდრე საბერძნეთის ჩემპიონობა 2004 წელს. მართალია, 1992 წელს ტურნირზე მხოლოდ რვა გუნდი გამოდიოდა, ბევრად ნაკლები, ვიდრე იუგოსლავიის დაშლის შემდგომ ჩატარებულ ტურნირებზე. ის ფაქტი, რომ დანიელები ტურნირზე ყველანაირი გაფრთხილებისა და მოსამზადებელი დროის გარეშე გამოიძახეს, ტურნირს ბევრად უფრო განსაკუთრებულს ხდის, რადგან მათ ყველანაირ მოლოდინსა და ლოგიკას აჯობეს.

მათ საუკეთესო გუნდი არ ჰყოლიათ, არც საუკეთესო ინდივიდუალური ფეხბურთელებით გამოირჩეოდნენ, საერთაშორისო დონეზე ძალიან პატარა გამოცდილება ჰქონდათ და ჯგუფში პირველ ორ მატჩში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, იურგენ კლინსმანის, სტეფან ეფენბერგის, მატიას სამერის, იურგენ კოლერის და სხვების გერმანიის ნაკრებს მოუგეს, რომლებიც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები იყვნენ.

ფინალური მატჩიც სანახაობრივი სპექტაკლი იყო, გერმანელებმა უპირატესობის დამკვიდრება მატჩის დასაწყისშივე სცადეს. ეფენბერგის შორეული დარტყმები შმეიხელისთვის ადვილი მოსაგერიებელი არ ყოფილა, მაგრამ მეკარე ყველა დარტყმას გაუმკლავდა.

19 წუთზე კი ჯონ იენსენმა ბოდო ილნერის კარი დალაშქრა და დანიელები წინ გაიყვანა. გოლმა ნეიტრალური გულშემატკივარი გააოცა, ფინალის მსგავს განვითარებას თითქმის არავინ ელოდა.

გერმანელებს ანგარიშის გათანაბრების რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ დანიელი კიპერი მოწოდების სიმაღლეზე იყო. სამერისა და კლინსმანის დარტყმები, რომლებმაც დანიელები წამიერად შოკში ჩააგდო, შმეიხელმა დამაჯერებლად მოიგერია.

შემდეგ კიმ ვილფორტმა ორი გერმანელი მცველი ჩამოიტოვა და ყველასთვის მოულოდნელად შესანიშნავი დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა.

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

დანიის ტექნიკის და შესანიშნავი თამაშის დაკნინების გარეშე უნდა ითქვას, რომ მათი წარმატების მთავარი მიზეზი ამ ზაფხულს შეთამაშებულობა და ერთიანი სული იყო. მათ დასამტკიცებელი არავისთვის არაფერი ჰქონდათ და არც რამის დაკარგვის ეშინოდათ, რისი სათავისოდ გამოყენებაც იდეალურად შეძლეს.

ვილფორტმა გუნდელების შეთამაშებულობის მნიშვნელობას ბიბისისთან ინტერვიუშიც გაუსვა ხაზი: „ნაკრებიდან ათ ფეხბურთელს ერთად ბრონდბიში ჰქონდა ნათამაშები. ტურნირამდე ერთი წლით ადრე, ბრონდბისთან ერთად უეფას თასის ნახევარფინალში გავედით. ერთმანეთს კარგად ვიცნობდით და მოგება გვინდოდა. ეს ძალიან დაგვეხმარა.“

თანამედროვე ეპოქაში, როცა ფეხბურთი ფულზე სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება, კომერციული ასპექტები კი სანახაობაზე უფრო მნიშვნელოვანია, დანიის 92 წლის ზაფხული იმის გახსენებაში გვეხმარება, თუ რატომ გვიყვარს ფეხბურთი. არაფერია ისეთი შთამბეჭდავი, როგორც აუტსაიდერი გუნდის ტრიუმფი საერთაშორისო სარბიელზე

მოიგე 40 მანქანა 8 კვირის განმავლობაში ნებისმიერ თამაშში!

ისტორიები

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply