სახლიდან მუშაობისას, რასაც ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, ჩვენი ზურგია. რადგან ბევრ ჩვენგანს სახლში სამუშაო მაგიდა არ გვაქვს, უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად დიდი კომფორტი შევუქმნათ საკუთარ თავს. 

შეარჩიეთ საზურგიანი სკამი და მისაყუდებლის კომფორტულობისათვის გამოიყენეთ ბალიში. ეცადეთ მუშაობისას არ მიიღოთ მოხრილი პოზა. სამუშაო მაგიდის შემდეგ საუკეთესო ადგილი სამზარეულო ან სასადილო მაგიდაა. ზურგის ტკივილის მოსახსნელად გთავაზობთ სასარგებლო ვარჯიშებს:

 

როცა ზურგზე უკვე იზრუნეთ, ახლა კისერზე ზრუნვის დროა. ეცადეთ თქვენი მონიტორი ისე განათავსოთ, რომ მასზე სამუშაოდ თავის დახრა და გიწევდეთ. თუ სპეციალური საყრდენი არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ წიგნები, ან სხვა რამ მის შესამაღლებლად. თუმცა გაითვალისწინეთ, ნუ ააგებთ ისეთ კონსტრუქციას, რომელიც საშიში იქნება თქვენი ოჯახის წევრებისთვის, განსაკუთრებით თუკი მცირეწლოვანი ბავშვი გყავთ. კისრის ტკივილის შესამცირებლად ეს ვარჯიში დაგეხმარებათ: 

 

 

ეფექტური მუშაობისთვის, თვალებზე ზრუნვა და სწორი განათების შერჩევა ერთ-ერთი მთავარი პირობაა. არასოდეს იმუშაოთ ჩაბნელებულ ოთახში. ეცადეთ, განათება მარცხენა მხრიდან ეცემოდეს თქვენს კლავიატურას. შეარჩიეთ ბუნებრივი, ან თბილი ნათება. თვალების გავარჯიშება შესაძლოა თავის ტკივილის მოხსნაშიც დაგეხმაროთ:

 

 

 

საუკეთესო პოზიცია თქვენი კლავიატურისა და მაუსისათვის იქნება, თუ მათ თქვენთან ახლოს განათავსებთ. ნუ დაჭიმავთ ხელს მისი გამოყენებისას. თუ მაუსს არ იყენებთ, ნუ ჩამოასვენებთ მასზე მაჯას. მხარზე სტრესს მკვეთრად ამცირებს სწორ პოზიციაში მყოფი მაჯა და მოდუნებული მკლავი. 

თქვენი მენტალური მდგომარეობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ზოგიერთ თქვენგანს შესაძლოა უჭირდეს ადაპტირება შეზღუდულ სოციალურ გარემოში. კონტაქტის შესანარჩუნებლად გამოიყენეთ zoom-ის შეხვედრები. ასევე, ვიდეო ქოლები არაფორმალური სოციალური კავშირებისთვისაც გამოგადგებათ. გაიხსნენეთ რას აკეთებდით სამუშაო საათების შემდეგ და ეცადეთ, იგივე იზოლაციის პირობებში შეძლებისდაგვარად გაიმეოროთ. (მეგობრების შეკრება ვიდეო კონფერენციით, ვარჯიში სახლში და ა.შ.)

 

სახლიდან მუშაობისას ზოგიერთ თქვენგანს, შესაძლოა უჭირს დროის მართვა, ან ყოველდღიური ცხოვრებისგან სამუშაოს განცალკევება. ამისათვის ეცადეთ თქვენი სამუშაო კუთხე განცალკევებით მოაწყოთ, სადაც ოჯახის წევრები ნაკლებად იფუსფუსებენ.

წინასწარ დაგეგმეთ დღე, რის გაკეთებას აპირებთ, დაყავით პატარა ამოცანებად და განსაზღვრეთ დაახლოებით რა დრო დაგჭირდებათ თითოეულის შესასრულებლად. შემდეგ მიმართეთ ე.წ. “სპრინტებს”, ჩართეთ ტაიმერი და საკუთარი თავი გამოიწვიეთ, შეძლებთ თუ არა ამ დროში ამოცანის შესრულებას. სპრინტის დროს ბოლომდე კონცენტრირდით ამოცანაზე და პარალელურად არაფერზე გადაერთოთ (შეგიძლიათ დაა-mute-ოთ სლექი, FB და სხვა სოციალური არხები). სპრინტის დასრულების შემდეგ არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავის შექება და დაჯილდოება. აუცილებლად გამოიყენეთ შესვენების დრო, სახლიდან მუშაობა 24 საათიან მუშაობას არ ნიშნავს, პატივი ეცით თქვენს W/L ბალანსს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა სახლში დარჩენაა. Covid-19-ის გავრცელების შესამცირებლად სოციალური დისტანციის დაცვა და თვითიზოლაცია საკვანძო მექანიზმებია. გახსოვდეთ, რომ სახლში დარჩენით, თქვენ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვების ჯანმრთელობაზეც ზრუნავთ. ამ იზოლაციაში კი მარტო არ ხართ!

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply