“რა? სად? როდის?” ბრუნდება და შოუ კვირას, 24 ნოემბერს, 23:30 საათზე გავა, აჭარაბეთი კი გადაცემის გენერალური პარტნიორია.

“რა? სად? როდის?” ჯერ კიდევ გაზაფხულზე ახალი სეზონით დაუბრუნდა ეკრანებს, ამჯერად კი ინტელექტ კლუბი ზამთრის სერიით შეგვახსენებს თავს. როგორც იცით გადაცემა უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ინტელექტისა და განათლების პოპულარიზაციას. ჩვენ კი, როგორც მათ გენერალურ პარტნიორებს შესაძლებლობა მოგვეცა რამდენიმე შეკითხვა დაგვესვა ბატონი წამყვანისთვის.

გამარჯობა, ბ-ნო გიორგი, მოგვიყევით ზამთრის სერიის შესახებ.

ვიტყოდი, რომ ეს სერია არის განსაკუთრებული, რადგან აგვირგვინებს მეათე საიუბილეო სეზონს და მოგეხსენებათ, ყოველი მეხუთე სეზონის ბოლოს სახელდება “რა? სად? როდის?” მაგისტრი. დღემდე მხოლოდ ერთი მაგისტრი გვყავს – გიორგი ბაქრაძე. საახალწლო თამაშში კი დავასახელებთ მეორე მაგისტრს.

ვის აქვს ყველაზე დიდი შანსი?

ამაზე წინასწარ ლაპარაკი არ შეიძლება, რადგან წამყვანის პრეროგატივაა, ახლა რომ გვარები დავასახელო ალბათ ვინმეს ეწყინება.

შოუში უამრავი სპორტსმენი მოგიწვევიათ, ამ სეზონშიც ველოდოთ მსგავს მოულოდნელობებს?

სპორტსმენები მოდიოდნენ სტუმრად, მათ არ სცალიათ თამაშისთვის, გვყავდა ჟურნალისტების გუნდი და გაისად ვფიქრობთ რომ უფრო მეტად ჩავატარებთ ექსპერიმენტებს, ამიტომ მოულოდნელი არაფერია.

თვითონ ინტელექტ კლუბის წარმომადგენლები როგორ არიან განწყობილები?

როგორც ამბობენ საბრძოლველად არიან განწყობილები, ვნახოთ. ეს სეზონი დასრულდება ძველი სახეებით, გუნდები უქმდება, გაისად კი სეზონი ახალი სახეებითა და ახალი გუნდებით დაიწყება, ვიტყოდი რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს სერია, რადგან ფაქტობრივად, ბოლოჯერ ვიხილავთ ძველი გუნდების თამაშს ეკრანებზე.

“რა? სად? როდის?”

 

 

 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply