მადრიდის რეალის ყოფილმა და ტურინის იუვენტუსის მოქმედმა ლიდერმა პრესასთან მესიზე ისაუბრა.

პორტუგალიელმა ვარსკვლავმა შემდეგი რამ თქვა –  მესისგან განსხვავებით, მე უამრავ ევროპულ ქვეყანაში მითამაშია, ინგლისში, ესპანეთში, იტალიაში და პორტუგალიაში. ვფიქრობ, რომ მას უფრო ვჭირდები, ვიდრე მე მჭირდება ის. ამასთანავე მესის ახალი გამოწვევა სჭირდება, შესაბამისად სიამოვნებით ვნახავდი მას იტალიურ კლუბში. “ 

რა იგულისხმა რეალურად რონალდუმ?

მესისგან განსხვავებით – აქ მკაცრი ტონი შეინიშნება, სადაც მარადიულ კითხვაზე: მესი თუ რონალდუ? ამ შემთხვევაში თავად მოთამაშე ცდილობს პასუხი გასცეს. თუ აქამდე ფეხბურთის გულშემატკივრები ვცდილობდით, ოქროს ბურთების, გოლების რაოდენობით, ან თუნდაც შიდა საქვეყნო ლიგაში მიღწეული წარმატებებით დაგვეთვალა და გაგვეზომა რომელი უკეთესია, ახლა საქმე ნამდვილად გაგვირთულდა, ვინაიდან რონალდუ იტალიაშია, მესი კი ესპანეთში.

მე უამრავ ევროპულ ქვეყანაში მითამაშია – ფაქტია, რომ რონალდუს წარმატება “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით დაიწყო და მას შემდეგ პორტუგალიელი ვარსკვლავის კარიერა რეალში და ახლა უკვე იუვენტუსის ღირსების დასაცავად გრძელდება. მაშინ, როცა მესის ანგარიშზე მხოლოდ ბარსელონას საკლუბო წარმატებას ვხედავთ.

სიამოვნებით ვნახავდი მას იტალიურ კლუბში – ეს გამოწვევაა, რომელსაც რონალდუ მესის სთავაზობს. შეუერთდება არგენტინელი სერია ა-ს მაშინ, როცა მესის ჩემპიონთა ლიგაზე 129 მატჩში 106 გოლი აქვს გატანილი, აქედან 22 კი ინგლისური კლუბებისთვის, რაც ჩემპიონთა ლიგის რეკორდია. ნახე მესის ტოპ 5 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე. 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply