როგორც გახსოვთ, adjarabet.com-ზე ნარდის თამაშის შემთხვევაში, შეგეძლო მოხვედრილიყავი საუკეთესოებთა შორის და საერთაშორისო ჩემპიონატის ბილეთიც მოგეგო, რომელიც კვიპროსში 4-10 ნოემბერს ჩატარდება!

აქციის ფარგლებში, აჭარაბეთის მომხმარებლებს შეეძლოთ ყოველ 5 დღეში ერთხელ, ლიდერბორდის საუკეთესო 8 მონაწილეთა შორის ადგილი დაეკავებინათ. სწორედ ამ აქციის ფარგლებში, გამოვლინდა 9 გამარჯვებული, რომლებიც ნარდის საერთაშორისო ჩემპიონატზე გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ჩვენ გავესაუბრეთ გამარჯვებულებს და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით მომავალ ჩემპიონატზე.

დავით ტლაშაძე

  • ნარდი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თავიდან მხოლოდ ჰობად მივიჩნევდი, თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი რომ ნარდი სპორტია და მე ამ სპორტის ერთ-ერთი პროფესიონალი მოთამაშე ვარ. ამიტომ ნარდი პროფესიად ვაქციე, ერთი წლის განმავლობაში ნარდის ფედერაციის პრეზიდენტიც კი ვიყავი. ახლა აქტიურად ვარ ჩაბმული ამ სპორტის სიახლეებში და adjarabet.com-ის აქციაც აქედან გავიგე.
  • ნარდის ონლაინ თამაში როდის დაიწყეთ? 
  • 2006 თუ 2007 წლებში, მაშინ, როცა აჭარაბეთმა საიტი გააკეთა.
  • ნარდის საერთაშორისო ტურნირზე მიგიღიათ მონაწილეობა? 
  • სამწუხაროდ, ოჯახური პასუხისმგებლობების გამო, ხშირად ვერ ვახერხებდი საერთაშორისო ტურნირებზე გამგზავრებას, კვიპროსში პირველად მივდივარ.
  • რა მოლოდინი გაქვთ ჩემპიონატისგან? 
  • აჭარაბეთმა ძალიან მაგარი სიურპრიზი გაგვიკეთა, თუმცა რთული იქნება, ზოგს მიაჩნია რომ ნარდი კამათელზეა დამოკიდებული, თუმცა გრძელ დისტანციაზე პროფესიული თამაში და ტაქტიკა აუცილებელია, ვნახოთ რა იქნება მე ყველაფერი კარგის მოლოდინი მაქვს.

ლაშა გირკელიძე

  • ნარდს ბავშვობიდან ვთამაშობ, თუმცა პროფესიონალურად მხოლოდ ონლაინ ნარდის თამაშის შემდეგ გადავწყვიტე დავუფლებოდი. ზოგადად, აჭარაბეთის აქტიური მომხმარებელი ვარ და აქციის შესახებ საიტიდანვე გავიგე.
  • სატელიტის თამაშზე რას იტყვით, გაგიჭირდათ?
  • ზოგადად ამ აქციის სტრუქტურა ძალიან მომეწონა, თამაში, რა თქმა უნდა, რთული იყო გამართლება გჭირდება აქაც და საერთაშორისო ტურნირზეც. პროცენტულად მგონია რომ ნარდი კამათელზე უფრო მეტადაა დამოკიდებული, იღბალის ამბავია.
  • რა მოლოდინი გაქვთ ტურნირისგან? 
  • აქამდე კვიპროსში ვყოფილვარ და მონაწილეობაც მიმიღია, თუმცა წარმატებას ვერა, ზოგადად, საერთაშორისო ტურნირებზე კარგი და კომფორტული სივრცეა, დიდ სიამოვნებასა და გამოცდილებას ღებულობ. უკმაყოფილო დარწმუნებულები ვართ რომ არავინ დავრჩებით.
  • ონლაინ თუ ოფლაინ ნარდი? 
  • თავიდან თითქოს ონლაინ ნარდი უფრო მეტად მომწონდა, მაგრამ ცოცხლად თამაშს ვანიჭებ უპირატესობას. თუ გიყვარს ეგ სპორტი, ორივე უნდა მოგწონდეს.
  • სპორტი ახსენეთ, ნარდი სპორტია? 
  • დიახ, რა თქმა უნდა, აზარტული თამაშია, თუმცა სპორტიცაა, ორივე მხარე აქვს.

საერთაშორისო

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply