მე-12 მოთამაშე არის პროექტი, რომლის მიზანია ფეხბურთის მოყვარულების და გულშემატკივრების გაერთიანება ინტელექტუალური თამაშის გარშემო.

მოთამაშე ეს არის სივრცე, სადაც იკრიბებიან ფეხბურთის მოყვარულები, თამაშობენ, ერთობიან და ცდიან შესაძლებლობებს ფეხბურთის ცოდნაში. საფეხბურთო ინტელექტუალური ჩემპიონატი წელიწადში 3-ჯერ ტარდება: გაზაფხულის სეზონი, გაზაფხულის სეზონი და შემოდგომა/ზამთრის სეზონი.

თითო სეზონი შედგება 4 სათამაშო დღისგან და გრძელდება თითქმის 2 თვის განმავლობაში. პირველ ჩემპიონატში, ანუ გაზაფხულის სეზონში მონაწილეობა მიიღო 14 -მა გუნდმა, ხოლო მეორე, ანუ ზაფხულის სეზონში გუნდების რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. თითო გუნდი დაკომპლექტდებულია მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 7 მოთამაშისგან. შესაბამისად, ჩემპიონატში ჩაბმულია 100-120-ზე მეტი ფეხბურთის მოყვარული და მცოდნე ადამიანი. ტური შედგება 5 ეტაპისგან, თითოეული  ეტაპი კი 5 კითხვისგან. ყოველ მომდევნო ეტაპზე კითხვები უფრო რთულია და შესაბამისად, სწორი პასუხი უფრო მეტი ქულით ფასდება. ყოველი ეტაპის შემდეგ, ითვლება ქულები და დგება სატურნირო ცხრილი.

მოთამაშე პირველ ორ სეზონში მონაწილეობა მიიღეს ევროპული საფეხბურთო კლუბების ქართულმა ფან კლუბებმა – ჩემპიონატში ჩაბმული იყვნენ: ბარსელონას, იუვეტუსის, ინტერის, მილანის, ბაიერნის, არსენალის, ლივერპულის, რომას და სხვა გუნდების ფან კლუბები. თუმცა, არა მარტო ფან კლუბი – სხვასხვა ორგანიზაციები და უბრალოდ, მეგობრებისგან დაკომპლექტებული გუნდები. ჩვენთან არის ყველა, ვისაც უყვარს და ესმის ფეხბურთი…

შემოდგომა/ზამთრის სეზონი 16 ნოემბერს იწყება – წინ 4 საინტერესო და დაძაბული ტური გველოდება. 

ფინალი 28 დეკემბერს შედგება და გამოვლინდებიან ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ბუ-რთების მფლობელი გუნდები. გაზაფხულის სეზონის ჩემპიონი ბარსელონას ოფიციალური ფან კლუბი, “ბლაუგრანა” გახდა – ზაფხულის სეზონში პირველობა არავის დაუთმო “აჭარასპორტმა”… მთავარი ინტრიგა წინ გველოდება: ვინ გახდება შემოდგომა/ზამთრის სეზონის ჩემპიონი? ამ კითხვას სეზონის ბოლოს, ფინალურ ტურში გაეცემა პასუხი.

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply