თუ ფილმის პერსონაჟი ხართ, დიდი ალბათობით, მალევე აღმოჩნდებით გაურკვეველ სიტუაციაში, სადაც გამოსავალს მეგობრების, კეთილი სცენარისტისა და იღბალის წყალობით დაუძვრებით. თუმცა მაყურებლებს მხოლოდ ერთი საფიქრალი გვაქვს, გონების ძალით გადავარჩინოთ ჩვენი გმირი, რომელიც ფილმის სცენარისტებმა ასეთი გამოუვალი თავსატეხისთვის გაწირეს. იმის მიუხედავად, რომ ამოცანა კადრიდან კადრში რთულდება და წარმოუდგენლად გვესახება მისი ამოხსნა, გულის სიღრმეში გვჯერა, რომ ჩვენი პერსონაჟი – გადარჩება. გადარჩება, იმიტომ რომ მთავარი გმირია, გაფრინდება – იმიტომ რომ აუცილებლად გაუმართლებს, ბოროტებას სიკეთე დაამარცხებს და გალაქტიკაში საბოლოოდ, დაისადგურებს სიმშვიდე. რამდენადაც აბსურდული და წარმოუდგენელი უნდა იყოს ჩვენთვის, იღბალი ყოველთვის მთავარი გმირისკენაა, იღბალს ვხედავთ ყველგან, ბოლივუდში, ჰოლივუდში, ქართულ კინოსა და ხანდახან, არტ ჰაუსშიც, რადგან ბედნიერ დასასრულსა და ცოტა იღბალს ყველა იმსახურებს.

რამდენჯერ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი მთავარი გმირის ნაცვლად?
გარისკავდით აკრძალულ ტყეში შესვლას, მაშინაც კი თუ გეცოდინებოდათ, რომ აუცილებლად, გადაეყრებით ჯადოქრების სამყაროში ყველაზე ძლიერ ჯადოქარს?
ალბათ არა, თუმცა ჩვენი გმირები აკრძალულ ტყეშიც შედიან და თითქმის ყველა ფიზიკის კანონის დარღვევის მიუხედავად, მარსზეც კი ცხოვრობენ 564 დღის განმავლობაში.

მაშ, ასე პერსონაჟები, რომლებიც ყველაზე იღბლიანები აღმოჩნდნენ კინოს ისტორიაში. 

ჩარლი – ჩარლი და შოკოლადის ქარხანა 

პატარა ბიჭი მსოფლიოში ყველაზე გრანდიოზულ შოკოლადების ქარხანაში მოგზაურობას მოიგებს. ქარხანას მსოფლიოში ყველაზე უცნაური კონდიტერი მართავს.

მარკ უოტნი – მარსელი 


მარსზე მისიის დროს მომხდარი შტორმის შემდეგ, მარკ უოტნი ჩამორჩა ეკიპაჟის წევრებს. ყველას ჰგონია რომ ის მოკვდა, მაგრამ უოტნი გადარჩა და მთელს პლანეტაზე მარტო აღმოჩნდა. ის ცდილობს გადარჩეს და დედამიწაზე დაბრუნდეს. ენდი უირის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია. 

ფერის ბიულერი – ფერის ბიულერი ისვენებს

უფროსკლასელ ფერის ბიულერს ყველა იცნობს, მან ავადმყოფობის სიმულაციის უამრავი ხრიკი იცის. ერთხელ მთელი სკოლა დაარწმუნა, რომ იგი სიკვდილის პირასაა, შემდეგ მეგობარი გოგონა და უახლოესი მეგობარი ბიჭი გაძარცვა და თითქოს იმსახურებდა, დასასვენებლად ჩიკაგოსკენ გაემგზავრა. სკოლის დირექტორი ედ რუნი ამას ვეღარ მოითმენს და გადაწყვეტს დროზე ადრე შეწყვიტოს ფერისის ექსკურსია. მაგრამ ფერისის დაჭერა საკმაოდ რთულია, რადგან იღბალის მის მხარესაა.

ჯონ მაკკეინი – კერკეტი კაკალი 

ნიუ-იორკელი პოლიციელი ჯონ მაკკეინი თავის ცოლთან, ჰოლისთან შეხვედრას ცდილობს. როგორც კი ის ჰოლის ოფისთან მივა, შენობას ტერორისტები დაეპატრონებიან და მძევლებს აიყვანენ. ახლა მაკკეინმა მარტოდმარტო უნდა შეძლოს დატყვევებული ხალხის გათავისუფლება და ტერორისტების დამარცხება.

ბეატრიქს კიდო – მოკალი ბილი
პროფესიონალი მკვლელი საკუთარ ქორწილში იქნა მოკლული, მისივე სასტიკი დამქირავებლის, ბილის და მკვლელების ბანდის სხვა წევრების მიერ. მაგრამ “პატარძალი” ცოცხალია, იმისათვის რომ შური იძიოს. შურისძიების დაგეგმვისას იგი მსხვერპლთა სიას შეადგენს და იწყებს ნადირობას მათზე, ვინც სასიკვდილოდ გაიმეტა. ბილს კი ბოლოსთვის დაიტოვებს.

რაიან სტოუნი – გრავიტაცია

დოქტორი რაიან სტოუნი პირველადაა კოსმოსურ შატლზე, მასთან ერთად ხომალდზე იმყოფება ვეტერანი ასტრონავტი მეტ კოვალსკი, რომლისთვისაც ეს უკანასკნელი ფრენაა პენსიაზე გასვლის წინ.

ნორვილ ბარნსი – ჰადსაკერის ხელქვეითი

უმუშევარი პროვინციელი ახალგაზრდა ამერიკის გულში – ნიუ-იორკში ხვდება და მაშინვე იწყებს მუშაობას ჰადსაკერის კორპორაციაში. ზუსტად ამ დროს ჰადსაკერი ფანჯრიდან ხტება, დირექტორთა საბჭო კი, მას ახალ თავმჯდომარედ ირჩევს.

ერთაოზ ბრეგვაძე და ქრისტეფორე მგალობლიშვილი – შერეკილები 


ერთაოზს, მამის გარდაცვალების შემდეგ, სოფელში აღარაფერი დარჩენია, ახლობლის რჩევით ბედის საძიებლად ქალაქში მიდის. შემთხვევით მემანქანე ტრიფონის მეუღლეს, მარგალიტას გაიცნობს, რომელიც ქმრის არყოფნით სარგებლობს და თაყვანისმცემლებს მასპინძლობს. მარგალიტაზე ერთიშეხედვით შეყვარებული ერთაოზი, მას ციხის უფროსის „ცხედრის“ თავიდან მოშორებაში დაეხმარება. „გაცოცხლებული“ ხუტა-უფროსი ერთაოზს ციხეში უკრავს თავს. ციხეში ერთაოზი გაიცნობს ერთ უცნაურ პატიმარს – ქრისტეფორე მგალობლიშვილს გარიყულადან, რომელიც „ცათმფრენის“ აგების იდეითაა შეპყრობილი. პატიმრები გარკვეული ხნის მუშაობის შემდეგ, ციხიდან გაიქცევიან და ცათმფრენის აგებას შეუდგებიან.

როგორც ჩანს, მთავარი გმირები ძალიან იღბლიანები არიან და რამდენად იღბლიანი ხარ შენ? გაზომე შენი იღბალი აჭარაბეთის ლაქომეტრის დახმარებითიღბლიანი

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply