ზოგიერთი ჩვენგანი რულეტკის თამაშისას მხოლოდ წითელ ფერს ირჩევს, ვიღაცას ამოჩემებული საწყისი ხელი აქვს პოკერში და სჯერა, რომ ამ ხელს მისთვის იღბალი მოაქვს. აზარტული თამაშების თითქმის ყველა მოყვარულს აქვს ასეთი ჩვევები თუ რიტუალები, თუმცა არსებობს მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული ცრურწმენებიც.

13. ახალ მაგიდაზე გადაჯდომა – ბევრი თვლის, რომ ახალ მაგიდაზე გადაჯდომა იღბალს ცვლის. თუ მანამდე გიმართლებდა, მაგიდის შეცვლის გამო შეიძლება ბედმა გიმტყუნოს და ვეღარ მოიგო, ან კიდევ პირიქით, ახალი მაგიდა ძველისგან განსხვავებით იღბლიანი აღმოჩნდეს.

12. თამაშისას ფულის დათვლა – ამ ქმედებას მთელ მსოფლიოში უიღბლობის მომტანად აღიქვამენ.

11. კამათლისთვის სულის შებერვა – ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცრურწმენაა. ნარდის თამაში თუ რაიმე სხვის, ხშირად დაინახავთ მოთამაშეებს, რომლებიც კამათელს სულს უბერავენ იმ იმედით, რომ ეს მათ იღბალს მოუტანს.

10. თამაშისას ფეხის ფეხზე გადადება – ბევრ მოთამაშეს სჯერა, რომ ამან უიღბლობა იცის.

9. 50 დოლარიანი – ა.შ.შ-ში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცრურწმენაა, რომ 50$ კუპიურებს უიღბლობა მოაქვთ, ამიტომ ბევრ კაზინოში ასეთი კუპიურები საერთოდ არ აქვთ. თუ ოდესმე ამერიკულ კაზინოს ესტუმრებით, თქვენც გაითვალისწინეთ 🙂

8. 13 და 7 – არა მარტო აზარტულ თამაშებში, სხვა სფეროებშიც ეს რიცხვები ყველაზე მეტად ასოცირდება იღბალსა თუ უიღბლობასთან. ბევრ კაზინოს მეცამეტე სართული საერთოდ არ აქვს, აი რიცხვი 7 კი თითქმის ყველა ქვეყანაში წარმატებასთან ასოცირდება.

7. წითელი ფერი – ფერებს შორის ყველაზე იღბლიანად სწორედ წითელ ფერს მიიჩნევენ. ამიტომაც ხშირად მოთამაშეები დებენ წითელ ფერზე, იცვამენ წითელი ტანსაცმელს და ასე შემდეგ.

6. თილისმა – აზარტული თამაშების ბევრ მოყვარულს აქვს იღბლის მომტანი თილისმა, რომელიც თამაშისას სულ თან აქვს.

5. იღბლიანი ტანსაცმელი – თილისმის მსგავსად ბევრს აქვს ამოჩემებული ტანსაცმელი, რომელსაც მათი აზრით იღბალი მოაქვს.

4. სასურველი რიცხვის თუ ფერის ხმამაღლა თქმა – ალბათ ყველას გვინახავს მოთამაშე, რომელიც რულეტკის დატრიალებისას ან კარტის დარიგებისას სასურველ ციფრს, ფერს ან მასტს ხმამაღლა ამბობს იმ იმედით, რომ ეს იღბალს მოუტანს

3. სხვა მოთამაშისთვის ფულის სესხება – მსოფლიოში გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცრურწმენაა. ფულის სესხებასთან ერთად შეიძლება სხვას თქვენი იღბალიც მისცეთ და ამის მერე აღარ გაგიმართლოთ.

2. სკამზე ბრუნვა – თამაშისას სკამზე ტრიალს ბევრი ადამიანის რწმენით უიღბლობა მოაქვს.

1. სტვენა – ბევრს სჯერა, რომ სტვენას უფულობა და უიღბლობა მოაქვს, ამიტომ თამაშისას ამ ქმედებას ერიდებიან.

გაგვიზიარეთ თქვენი ცრურწმენები თუ ჩვევები კომენტარებში. ითამაშეთ აჭარაბეთზე და შეამოწმეთ რამდენად იღბლიანი ხართ. 🙂

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply