EGT სლოტების გათამაშების პირველი ეტაპის 5 გამარჯვებული ცნობილია! 

აჭარაბეთის მომხმარებელი 40 დღის განმავლობაში ითამაშებს EGT სლოტებს და დააგროვებს ბილეთებს სატელევიზიო გათამაშებისთვის, რომელიც  27 დეკემბერს რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გაიმართება. თუმცა გათამაშების პირველი ეტაპი 6 დეკემბერს ჩატარდა და გამარჯვებულებმა გრანდიოზული პრიზები მოიგეს.

  • ბინა ქალაქის ცენტრში, ვაკეში, Greenlife-ს დასრულებულ კორპუსში.
  • 2018 წლის ბიზნეს-კლასის ტოიოტა ქემრი
  • 20,000₾
  • 5,000₾ ხელფასი მთელი წლის განმავლობაში
  • ორკაციანი საგზური მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.ჩვენ გავესაუბრეთ გამარჯვებულებს და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით გათამაშების შესახებ:

ანი ჯაჯუა – 2018 წლის ბიზნეს-კლასის ტოიოტა ქემრი 

საიდან გაიგეთ EGT გათამაშების შესახებ?  
გათამაშების შესახებ თვითონ აჭარაბეთის ოფიციალური საიტიდან შევიტყვე. მომენტალურად ჩავერთე და სულ რაღაც 23 ბილეთით აღმოვჩნდი ამ 5 იღბლიან გამარჯვებულს შორის. ჩემთვის დაუჯერებელი განცდა იყო, როცა შევიტყვე რომ მანქანა მოვიგე, როგორც ჩანს სასწაულები ნამდვილად ხდება და ეს რეალურია.

სად იყავით, როცა დაგირეკეს?
გათამაშებას ვუყურებდი, თუმცა ბოლოსკენ, როცა მხოლოდ 2 პრიზი იყო დარჩენილი დასაძინებლად გავედი. ტელეფონმა დარეკა და ქალაქის კოდით რომ იყო ზარი, ვიფიქრე, რომ ნამდვილად აჭარაბეთი იქნებოდა. ნელ-ნელა ტელევიზორისკენ გავედი და იმდენად ემოციური იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, რომ ხმის გაორების შემდეგ არაფერი მახსოვს.

რა რეაქცია გქონდათ, როცა გაიგეთ რომ მანქანის მფლობელი გახდით?
სამწუხაროდ, მართვის მოწმობა ჯერ არ მაქვს, თუმცა მანქანის ტარება ვიცი. უდიდესი სიხარულია, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო, ვფიქრობ, რომ ყოველთვის სიხარულით უნდა შეეგებო ყველა საჩუქარს. როგორც ჩანს, ნამდვილად, იღბლიანი ვყოფილვარ.

ზურაბ მახარაშვილი – 5,000₾ ხელფასი მთელი წლის განმავლობაში

სად იყავით, როცა დაგირეკეს?
სახლში ვიყავი, თუმცა მობილური გამორთული მქონდა. გათამაშებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან მხოლოდ 18 ბილეთი მქონდა და ვერც ვიფიქრებდი, რომ ნახევარ მილიონზე მეტ ნომერში ჩემი იქნებოდა ერთ-ერთი. მობილური ჩავრთე და შემდეგ რაც მოხდა ამან უდიდესი სიხარული და ბედნიერა მოიტანა ჩემს ოჯახში.

დიდი ხანია EGT სლოტების მომხარებელი ხართ?
აჭარაბეთზე თითქმის ყველაფერს ვთამაშობ, მათ შორის სლოტებსაც, საყვარელი სლოტიც კი მაქვს – Zodiac Wheel.

რა რეაქცია გქონდათ, როცა გაიგეთ რომ 5000₾-ს მიიღებდით 1 წლის განმავლობაში?
თავიდან ვერ დავიჯერე, მაგრამ შემდეგ უდიდესი სიხარულის განცდა დამეუფლა. ოჯახი მყავს, შვილიშვილი ახლა შემეძინა და ეს თანხა უდიდესი შვება იქნება.

ტარიელ სმილიძე – ბინა ქალაქის ცენტრში, ვაკეში, Greenlife-ს დასრულებულ კორპუსში.


გეგონათ თუ არა რომ დაგირეკავდნენ?
ვიცოდი, რომ ნახევარ მილიონზე მეტი ბილეთი იქნებოდა და 18 ბილეთით ნამდვილად, არ მქონია იმედი. გათამაშების საღამოს დასაძინებლად მალევე დავწექი, თუმცა ამ ბედნიერმა ზარმა გამაღვიძა და საღამოს პირველი გამარჯვებული აღმოვჩნდი.

რა რეაქცია გქონდათ, როცა გაიგეთ რომ ბინის მფლობელი გახდით?
რთულია, გადმოვცე რას ვგრძნობდი იმ მომენტში. ბუნდოვნად მახსოვს ზარის შემდეგ რა მოხდა, სახლში უდიდესმა ბედნიერებამ და ჟრიამულმა დაისადგურა. არ მჯეროდა, რომ ოდესმე რამეს მოვიგებდი, ამიტომ მხოლოდ გართობის მიზნით ვთამაშობდი EGT სლოტებს, როგორც ჩანს ეს სიმართლეა და ყველას აქვს შანსი მოიგო ამისთვის კი მადლობა აჭარაბეთს.

ნოდარ კაციტაძე – ორკაციანი საგზური მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

რომელი ქვეყანა აირჩიეთ? 
ამერიკა, აუცილებლად, როგორც სლოტების მოთამაშეს ოცნებად მაქვს ლას ვეგასის მონახულობა.

რა რეაქცია გქონდათ, როცა გაიგეთ რომ ერთ-ერთი გამარჯვებული იყავით? 
სახლში ვიყავი, სამსახურიდან ახალი მოსული და დაძინება გადავწყვიტე. დეიდაჩემმა გამაღვიძა და მითხრა რომ მობილური გირეკავსო. თავიდან ვერ გავაანალიზე რა ხდებოდა, მაგრამ დროთაგანმავლობაში, როცა გამოვფხიზლდი ტელევიზორი გადავახვიე კიდევაც, ძალიან გამიხარდა მადლობა აჭარაბეთს.

EGT სლოტების გათამაშება გრძელდება! ითამაშე EGT-ს ნებისმიერი სლოტი, დააგროვე გათამაშების ბილეთები და მოიგე გრანდიოზული პრიზებიდან ერთ-ერთი ან ყველაფერი ერთად!
რომელია

 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply