დღეს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ერთმანეთს ლივერპული და ბარსელონა დაუპირისპირდებიან. გთავაზობთ ორი საფეხბურთ გრანდის საერთო თერთმეტეულს.

მეკარე: ტერ შტეგენი

ალისონ ბეკერი და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად თამაშობენ. ლივერპულს პრემიერ ლიგაში ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული, თუმცა, ამისდა მიუხედავად, ტერ შტეგენს (76) ალისონზე (61) მეტი სეივი აქვს. გერმანელი კიპერი ბურთსაც უკეთესი სიზუსტით ანაწილებს (84%) , ვიდრე ბრაზილიელი (80%). ბარსელონას კარში წასული ბოლო 55 დარტყმიდან კი ტერ შტეგენმა 47ს მოგერიება მოახერხა.

მარცხენა მცველი: ხორდი ალბა

ხორდი ალბა კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს. ესპანელმა მცველმა მიმდინარე სეზონში 16 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა და ბევრის აზრით, მიმდინარე სეზონში მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველია.

ცენტრალური მცველი: ვან დეიკი

ვირჯილ ვან დეიკი რამდენიმე დღის წინ პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რაც მისი მეშვიდე ინდივიდუალური ჯილდო იყო ლივერპულის რიგებში. ჰოლანდიელი მცველის წინააღმდეგ წარმატებული დრიბლინგი ამ სეზონში არც ერთ ფეხბურთელს არ განუხორციელებია.

ცენტრალური მცველი: ჟერარდ პიკე

ჟერარდ პიკე მიმდინარე სეზონში ლა ლიგის ყველაზე მაღალშეფასებული მცველია (7.2), მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ კი ოლდ ტრაფორდზე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. დაცვაში შესანიშნავ თამაშთან ერთად, პიკემ მიმდინარე სეზონში 10 გოლშიც მიიღო მონაწილეობა (7 გოლი,3 ასისტი)

მარჯვენა მცველი: ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი

თებერვალში ალექსანდრ-არნოლდი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერ ლიგის ერთ მატჩში 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ინგლისელი მცველი პრემიერ ლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს და სეზონის საუკეთესო ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოზეც იყო წარდგენილი.

ცენტრალური ნახევარმცველი: სერხიო ბუსკეცი

სერხიო ბუსკეცი თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ნახევარმცველია. ბარსელონამ ლა ლიგის ბოლო 11 გათამაშებიდან 8ს მოგება მოახერხა, რაშიც სერხიო ბუსკეცს უდიდესი წვლილი მიუძღვის. ესპანელ საყრდენს მისი თამაშის სტილი საშუალებას აძლევს მუდმივად მზადყოფნაში იყოს, რისი დამსახურებითაც მან მიმდინარე სეზონში უკვე 3,908 წუთი ითამაშა.

ცენტრალური ნახევარმცველი: ჟორჟინიო ვეინალდუმი

იურგენ კლოპმა ჟორჟინიო ვეინალდუმი სეზონში 15-20 გოლის გამტანი ფეხბურთელიდან უფრო ჩამოყალიბებულ ნახევარმცველად აქცია. ვეინალდუმი ლივერპულის ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ ფეხბურთელად ითვლება, 2018 წელს ლივერპულმა სიმონ მინიოლეს და ემრე ჩანის წარწერით მეტი მაისური გაყიდა, ვიდრე ვეინალდუმის.

მარცხენა ვინგერი: სადიო მანე

სადიო მანე ლივერპულის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ბაიერნის და პორტოს წინააღმდეგ გასვლით შეხვედრებში საუკეთესო, სწორედ, სენეგალელი გარემარბი იყო. ალიანს არენაზე მანემ დუბლი შეასრულა, დრაგაოზე კი გოლი და ასისტი მიითვალა. შემტევს მიმდინარე სეზონში 24 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს.

მარჯვენა ვინგერი: მოჰამედ სალაჰი

სალაჰი უკვე მეორე სეზონია, რაც ლივერპულის ყველაზე მაღალშეფასებული ფეხბურთელია. ეგვიპტელმა შემტევმა წელს 25 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი რვაჯერ დასახელდა, მეტჯერ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ლივერპულის ფეხბურთლი.

ცრუ ცხრიანი: ლიონელ მესი

ლიონელ მესი საკუთარი სტანდარტებითაც კი გამორჩეულ სეზონს ატარებს. 45 მატჩში არგენტინელმა 46 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა მიითვალა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ამ სეზონში უკვე 21ჯერ დასახელდა, მეტჯერ ვიდრე ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი მსოფლიოში. მესიმ გოლი ყველა მეტოქეს გაუტანა, რომელსაც წელს ჩემპიონთა ლიგაზე შეხვდა. (4 პსვ-ს, 2 ტოტენჰემს, 2 მანჩესტერს და 2 ლიონს)

ცენტრალური ფორვარდი: ლუის სუარესი

ლუის სუარესს მიმდინარე სეზონში 24 გოლი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ხანია არ გაუტანია, დიდ გუნდებთან გატანა ურუგვაელს მაინც უყვარს. ყველაზე მეტი (5) გოლი სუარესმა მადრიდის რეალის კარში გაიტანა. ლივერპულთან დაპირისპირების წინ კი განაცხადა, რომ თუ ინგლისელებს გოლს გაუტანს, აღნიშვნას არ აპირებს.

საერთო
აჭარაბეთი, როგორც ონლაინ სპორტ-ბეთინგის წამყვანი ბრენდი და უკვე Paddy Power Betfair-ის ნაწილი, საქართველოში FC Barcelona-ს ოფიციალური ბეთინგ პარტნიორი გახდა. 

 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply