ხმაურიანმა ფილმმა “არენამ” დღის შუქი უკვე იხილა. ფილმზე საუბრისას ყველაზე ხშირად ახსენებენ მსახიობებს, ცნობილ სახეებს, გამოჩნილ სპორტსმენებს ან სპეციალურად ფილმისთვის შექმნილ საუნდტრეკს.
თუმცა ალბათ ყველაზე საინტერესო არის ის ადგილი, სადაც ძირითადად მიმდინარეობდა ფილმის გადაღებები.
"არენა"

ეს ადგილი კი არის არც მეტი, არც ნაკლები მისტიკური წყალტუბო!

გადაღებები მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა, რისთვისაც რამდენიმე ლოკაცია შეირჩა. ძირითად პლატფორმად კი წყალტუბოს სანატორიუმები აირჩიეს, სადაც ჩატარდა მასშტაბური სამუშაოები და მოეწყო სპეციალური სივრცე. 
"არენა"
როგორც ფილმის შემქმნელები აცხადებენ, არსებული ლოკაციების გადასაღებ სივრცედ გადაქცევა ძალიან რთული ამოცანა იყო.
„ეს წარმოადგენდა გადაღების ლოკაცია. ის გარემო რაც ჩვენ გვინდოდა ფიზიკურად არ არსებობდა, ამიტომ უმეტესი სივრცისთვის მოხდა წყალტუბოს სანატორიუმის კედლებში სივრცეების ფაქტიურად 0-დან აშენება. ამ სივრცეების შემქმნელია დამდგმელი მხატვარი დათო ჭყოიძე.“ 
"არენა"
ქალაქში მდებარე დიდი ცენტრალური პარკის ირგვლივ ალაგ-ალაგ ხეებში ჩამალული უზარმაზარი სანატორიუმები ჩანს. წლების წინ სასტუმროები უამრავ ტურისტს იზიდავდა, დღეს კი მიტოვებული სანატორიუმები იდუმალ და ლამის ჯადოსნურ ადგილად იქცა. მიუხედავად იმისა რომ მათი უმრავლესობა დღესდღეობით აღარ ფუნქციონირებს, „სასახლის ჩონჩხებს“ სიმდიდრისა და დიდებულების იერი მაინც შერჩა. სანატორიუმები დღემდე უამრავ დამწყებ თუ პროფესიონალ ფოტოგრაფს ან უბრალოდ ცნობისმოყვარე ტურისტს იზიდავს. 
"არენა"
"არენა"
"არენა"

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply