თუ დაკვირვებით ან თუნდაც მცირედი ინტერესით მაინც ადევნებდით თვალყურს ამერიკის ღია პირველობას, ბიანკა ანდრეესკუ – ახლა უკვე აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი ყურადღების მიღმა არ დაგრჩებოდათ.

ვინ არის თინეიჯერი, რომელმაც სერენა უილიამსი ფინალში 6:3, 7:5 ანგარიშით დაამრცხა?

ბიანკა ანდრეესკუ აშშ-ის ღია პირველობის დებიუტანტია. 19 წლის ჩემპიონი ჯერ კიდევ შარშან რეიტინგის TOP 200-ის მიღმა იყო და კვალიფიკაციაზე მონაწილეობის მიღების უფლებაც კი არ მისცეს. მან სეზონი მსოფლიოს 152-ე ჩოგნის რანგში დაიწყო და აშშ-ის ღია პირველობამდე რეიტინგში მე-15 პოზიციამდე დაწინაურდა. ამ დროში ტოპ 10-ის მოთამაშეებს 7-ჯერ შეხვდა და შვიდივე მატჩი მოუგო. მას აქამდე მხოლოდ ორი ტიტული ჰქონდა მოპოვებული, ორივე წელს მოგებული: ინდიან უელსისა და ცინცინატის მასტერსებზე.

რაც შეეხება ფინალს:

რთულია სერენა უილიამსს წინააღმდეგობა გაუწიო, იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ ბიანკა დაბადებულიც კი არ იყო მაშინ, როცა სერენამ პირველი US Open მოიგო (1999). ჩემპიონმა კარიერის ყველაზე მხურვალე მომენტში თავმდაბლობა გამოიჩინა და ფინალის შემდეგ უილიამსის ფანებს მიმართა: “ვწუხვარ, ვიცი, რომ ყველას სერენას მოგება გინდოდათ.” 

 

Comments

comments

Share.

About Author

Leave A Reply